როცა ქალმა წაიკითხა, თუ რა ეწერა უსახლკარო მამაკაცს მუყაოს ნაგლეჯზე, დაუყოვნებლივ შეჩერდა
როცა ქალმა წაიკითხა, თუ რა ეწერა უსახლკარო მამაკაცს მუყაოს ნაგლეჯზე, დაუყოვნებლივ შეჩერდა
ვილმა პრაისი სახლში მანქანით მიდიოდა, როდესაც გზაზე გაცრეცილი, ჭუჭყიან ტანსაცმელში მდგომი ახალგაზრდა მამაკაცი დაინახა. მას ეჭირა მუყაოს ნაგლეჯი გაურკვეველი წერწერით. ქალმა იფიქრა, რომ ის ფულს ითხოვდა, მაგრამ შუქნიშანზე შეჩერებისას ვილმამ შემდეგი რამ წაიკითხა:

"ძაღლი თავშესაფარშია. დამეხმარეთ."

ქალი დაუყოვნებლივ გაჩერდა და მამაკაცი  გამოკითხა. როგორც აღმოჩნდა,  უსახლკარო მამაკაცი სახელად პატრიკი პოლიციამ 2 დღით დააკავა და როდესაც გაათავისუფლეს, შეიტყო, რომ მისი ძაღლი ცხოველთა თავშესაფარში წაუყვანიათ.

იმისათვის, რომ ძაღლი დაებრუნებინა, პატრიკს 120 დოლარი უნდა გადაეხადა. ვილმას ეს თანხა თან არ ჰქონდა. გარდა ამისა, მან არ
იცოდა სანდო იყო, თუ არა უსახლკაროს მონათხრობი. ამიტომ, მან ბოდიში მოიხადა და გზა განაგრძო. თუმცა,
გადაწყვიტა, სიმართლე გაეგო და დაუკავშირდა ცხოველთა თავშესაფარს, რომელმაც დაადასტურა, რომ მამაკაცმა, იმავე აღწერილობით, მართლაც მიაკითხა ძაღლს. თავშესაფრის თანამშრომლის თქმით, ძაღლი  მოვლილი იყო.

კანონი კანონია: ძაღლის მფლობელს აუცილებლად უნდა გადაეხადა თანხა, რათა საკუთარი ბინადარი დაებრუნებინა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძაღლი ჯანმრთელია, არ გაუშვებენ თავშესაფრიდან, სანამ აუცილებელი არ იქნება გალიის გათავისუფლება სხვა ოთხფეხა ბინადრისთვის.

ვილმამ ასევე შეიტყო, რომ თუ პატრიკი თანხას არ გადაიხდიდა, მის ძაღლს ევთანაზიას (სამუდამო დაძინება) გაუკეთებდნენ. ამიტომ, გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიიღო: ქალი დაბრუნდა იმ ადგილზე, სადაც პატრიკს პირველად შეხვდა და ისინი ერთად წავიდნენ თავშესაფარში.

ვილმამ ძაღლის განთავისუფლებისათვის გადაიხადა თანხა და ბედნიერი აკვირდებოდა პატრონისა და ოთხფეხა მეგობრის - ფრედის შეხვედრას.

Zooclub

ძაღლი გახარებული მიეგება პატრიკს, ხოლო მამაკაცი სიხარულისგან ტიროდა.

ვილმას უყვარს ცხოველები და ამ ამბავმა ძალიან იმოქმედა მასზე, რადგან მამაკაცი, რომელსაც არაფერი გააჩნია, ასე ზრუნავდა თავის პატარა მეგობარზე.

Zooclub

ცხოვრება უსამართლოა, შეიძლება, ნებისმიერი ჩვენგანი აღმოჩნდეს გამოუვალ მდგომარეობაში. იოლია, განსაჯო ის ადამიანი, რომელსაც ნაკლებად გაუმართლა. მიუხედავად გაჭირვებისა, რთულია, დარჩე ადამიანად, მაგრამ პატრიკმა ეს შეძლო.

ასევე იხილეთ:

უსახლკარო ძაღლს ქუჩაში ძველ სათამაშოსთან ჩახუტებულს ეძინა - ამ ფოტომ მთელი ინტერნეტი მოიარა

ეს ლიზაა - აყვანილი უსახლკარო ძაღლი, რომელიც გიჟდება წყალზე

ეს ადამიანი და ძაღლი უსახლკაროები იყვნენ… მათ ერთმანეთი იპოვე
giorgi
ამერიკაში პირველ ადგილას ქალია, მერე ძაღლი და მერე კაცი.
555 -ს
ძაღლებზე რომ კარგს წერენ (ცხოველებზე) და ვიღაც გამოხტება აღფოთებული - ძაღლებს რატომ აყენებთ წინ ადამიანზეო, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება, სადაც ეს ადამიანი ტრიალებს არასრულფასოვანია! რადგან მას კარგის თქმა ცხოველზე ნერვებს უშლის და ასეთი ადამიანი თავად არის იმდენად კომპლექსიანი და თავში დაურწმუნებელი, რომ სჭირდება ვიღაცამ უთხრას, რომ ცხოველებზე მაღლა დგას:)))))))))))))))) რა საწყლები არიან ასეთები:)))
555
ძაღლები უნდა გიყვარდეთ ,მაგრამ ადამიანებზე მაღლა როგორ აყენებთ,არ გრცხვენიათ?თქვენ არ გქვიათ ჰუმანური ადამიანები...
gaga
ეგრეთ საზიზღარ ქვეყანაში ასეთი წესიერი კაცი როგორ გაიზარდა! დასაჭერები მაგ ქვეყნის კანონმდებლები ყოფილან. პატრონი სრულიად ჯანმრთელი ძაღლის სახლში წაყვანას ითხოვს, ეს ტერორისტები კიდევ გამოსასყიდს თხოვენ პატონს და თუ არ გადაიხდი მოვკლავთო! ასეთი სადიზმი ჯერ არ მსმენია სახელმწიფო დონეზე რომ ხდებოდეს!
anna -s
ეს წინ და უკან დაყენება რა უბედურებაა. ვინ გთხოვთ საერთოდ ამ შედარებას! დაკვირვებული ვარ - ცხოველთამოძულეები უფრო ადარებენ ცხოველებს ადამიანებს!ცხოველთამოყვარულები - იშვიათად ძალიან!რადგან სიყვარული უბრალოდ არის! და კიდევ - სიკვდილისთვის ცხოველი და ადამიანი - ერთნაირად არის ცოდო და გადასარჩენი! - ამდენი თუ არ გესმით, ეს თქვენი ამპარტავნების პრობლემაა! ღმერთს არ გაუნაწილებია სიყვარული - ყველა სულიერი და სამყარო უნდა გიყვარდეთ! - თქვენ კი საზღვრებს აყენებთ!ვის უყენებთ სიყვარულის საზღვრებს - რომ ცხოველი უნდა ნაკლებად გიყვარდეთ? ღმერთს? ადამიანებს? როგორ ბედავთ სიყვარულის მეტ ან ნაკლებ მოთხოვნას?!.. - აი ამაში იჭრებით სწორედ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?