"მე მიყვარს ჩემი რები!"
"მე მიყვარს ჩემი რები!"
ჩვენ 4 წელია ერთად მოვდივართ და ამ ხნის განმავლობაში, ერთმანეთს გვერდში ვედექით ჭირში თუ ლხინში... მე არ ვარ გიჟი! თამამად გეტყვით, რომ მას ჩემ, არაერთ მეგობარზე, ახლობელსა და ნათესავზე უკეთ ესმის. მას უხაროდა, როცა მე რეალის გატანილ ბურთზე თვალებაცრემლებული ვყვიროდი და გავიძახოდი – გოოოლ!




მას უხარია, როდესაც ჩემს სახეზე ღიმილს ხედავს...

Zooclub

მას ჩემთან ერთად ეძინა, როდესაც სახლში სრულიად მარტო ვიყავი...

ის ყოველთვის უყეფს იმას, ვის მიმართაც მე ნეგატიურად ვარ განწყობილი (არ ვიცი როგორ გრძნობს, მაგრამ ასეა).

როდესაც 3 წლის იყო
ორსულ მდგომარეობაში, გამაღვიძა და მანიშნა, რომ რაღაც ხდებოდა – წინა დღეს ოთახი გავუმზადე და მიხვდა
კიდეც, რომ იქ უნდა დაეძინა. მოკლედ მივხვდი, რომ დროა გააჩინოს შვილები. მე რები ვამშობიარე. ეს კი მარტომ გავაკეთე. იცით? არასდროს დამავიწყდება მისი სასოწარკვეთილი, განწირული ხმა, როდესაც მუცლიდან პაწაწინა გამოდიოდა, მე შევხედე რების და მის თვალზე ცრემლი შევამჩნიე. ეს მისთვის ძალიან უცხო და მძიმე აღმოჩნდა.

რები, რომ ახლა ცოცხალია, ალბათ სიყვარულისა და გამხნევების, ასევე მისი ''ვაჟკაცობის'' დამსახურებაა. მან 10 ლეკვი გააჩინა! და ეს სიხარული ორივემ ერთად გავიზიარეთ. 3 თვე გავატარეთ პატარებთან ერთად, მერე კი თავიანთი გზა იპოვეს. მე ვერ ვუყურებდი, როგორ მიჰყავდათ ჩემი პატარა გოგო-ბიჭუნები ახალ პატრონებს და ოთახში გულდაწყვეტილი ვტიროდი.

გული მწყდება, რომ ვერ ლაპარაკობს ჩემი უერთგულესი მეგობარი რები, თუმცა ყოველთვის ვგძნობ რა უნდა, რისი თქმა სურს და როგორ ხასიათზეა.

Zooclub

ის არ არის ადამიანი, მაგრამ ადამიანზე უკეთ გაგიგებს და გვერდით დაგიდგება. მე ვიცი და წარმომიდგენია, როგორი იქნებოდა რები, კითხვის დასმა რომ შეიძლებოდეს მასზე – ვინ (ეს გრამატიკული თვალსაზრისით, თორემ ის, ჩემთვის ყოველთვის - "ვინ" იყო, არის და იქნება!)?

იმ აზრსაც შევეგუე, რომ ოდესღაც გვერდით აღარ მეყოლება, მაგრამ ის ხომ ვიცი, რომ თავისი ნებით არ დამტოვებს და ვიცი, რომ ყოველთვის ჩემს გულში იქნება...

ის ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, თუ არა – ყველაფერს. მე მიყვარს რები! მიყვარს ჩემი უთბილესი ძაღლი!

ბლოგის ავტორი: მარიამ ხუბუკელაშვილი


ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?