კნუტი სახელად "ჰარმონია"
კნუტი სახელად "ჰარმონია"
"2013 წლის ოქტობრის მიწურულს, როდესაც სამსახურში მე და ჩემი თანამშრომლები მუშაობის პროცეში ვიყავით, ეზოდან შემოგვესმა კნავილის ხმა. როცა გარეთ გავედით, ვნახეთ პატარა და გამხდარი კნუტი. ამ დღის შემდეგ, ჩვენ ყოველდღიურად სახლიდან მოგვქონდა მისთვის საკვები, თუმცა ზამთარი ახლოვდებოდა და ის ყინვას ვერ გადაიტანდა. მე და ჩემმა თანამშრომლებმა ვთხოვეთ ჩვენს უფროსს, რომ კნუტი ოფისში შემოგვეყვანა და ეს პატარა არსება ჩვენი ოფისის ბინადარი გახდა.

ერთი თვის განმავლობაში ვუვლიდით მას, მთელი თანამშრომლები ჩართულები ვიყავით მის კვებასა და მოვლაში, მათ შორის ჩემი უფროსიც. 

თავიდან კნუტი
საშინლად შეშინებული და დაბნეული იყო, ერთ-ერთ თ
ანამშრომელმა თქვა, რომ შესაძლოა კნუტს სტრესი ჰქონდა მიღებული ცემით ან წვალებით. ჩვენს სამსახურში ცხოვრების პერიოდში შევამჩნიე, რომ კატას ყურებზე პრობლემები ჰქონდა და ჩემს უფროსს შევუთანხმდი, თუ იგი დამეხმარებოდა და კნუტს ჯანმრთელობის მხრივ ფინანსურად მიხედავდა, მე ამ პატარა არსებას სახლში წავიყვანდი და მოვუვლიდი, ჩემი უფროსი ამ შეთავაზებას დიდი სიამოვნებით დათანხმდა.

ჩემი ოჯახის ახალ ბინადარს ჰარმონია დავარქვი. როდესაც სახლში მივდიოდი, მემალებოდა და ასე გრძელდებოდა რამდენიმე კვირა, თუმცა ჩემს ძაღლს დაუმეგობრდა და ისინი ყოველდღე ერთად თამაშობდნენ. ძალიან ვდარდობდი იმაზე, რომ ის მე არ მენდობოდა, ეშინოდა ჩემი და მემალებოდა.

ერთ დღეს სახლიდან გაიპარა, ვიფიქრე აღარ დაბრუნდებოდა და ძალიან განვიცადე, თუმცა როდესაც მოსაღამოვდა, მოვიდა და ჩემს საწოლზე დაწვა. ამის შემდეგ ჩემი პატარა ბინადარი აღარასდროს გაპარულა სახლიდან და ჩემს მიმართაც შეეცვალა დამოკიდებულება, – თბილი და მშვიდი გახდა. ასე იპოვა ჰარმონიამ თავისი ოჯახი, სადაც მთელი ცხოვრება ბედნიერი იქნება."



ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?