ძაღლისა და პატრონის უკანასკნელი გამოსამშვიდობებლი ფოტოსესია
ძაღლისა და პატრონის  უკანასკნელი გამოსამშვიდობებლი ფოტოსესია
ყოველი ადამიანი, ვისაც ოჯახი ძაღლი ჰყოლია, დამეთანმხება, რომ ის ყველაზე დიდი მეგობარი და ერთგული ცხოველია. როდესაც ადამიანი იზრდება შინაური ბინადრების გარემოცვაში, მისთვის ეს არსებები ხდებიან ცხოვრების ნაწილნი. მათთან შემდგომ განშორება კი ძალიან რთულია. 

სინამდვილეა, როდესაც ამბობენ "ჩემი ძაღლი არასოდეს მოკვდება, ის ყოველთვის ჩემს გულში იქნება."

ფოტოხელოვანმა მარია შარფმა ძალიან კარგად იცის, თუ რამდენად მტკივნეულია საკუთარ ძაღლთან სამუდამოდ გამომშვიდობება. მარია სამუდამოდ გამოემშვიდობა თავის ერთგულ ოჯახის წევრსა და კომპანიონ ძაღლს ჩაბის.
ფოტოხელოვანმა შეკრიბა თავისი ძაღლის საუკეთესო ფოტოები ლეკვობიდან მოყოლებული, სიბერემდე.

ფოტოები ნათლად გადმოსცემენ
პატრონისა და ძაღლის ნამდვილ სიყვარულს. 

ჩაბის და მარიას ამბავი:

მარია შვიდი წლის იყო, როდესაც ჩაბი
მისი ოჯახის უსაყვარლესი წევრი გახდა.

Zooclub

სანამ ჩაბი ოჯახის წევრი გახდებოდა, მარიას უკვე შერჩეული ჰქონდა თავისი მომავალი ძაღლის სახელი.

Zooclub

როდესაც გოგონას დედას თავისუფალი დრო ჰქონდა, ისინი ყოველთვის დადიოდნენ ადგილობრივ ცხოველთა თავშესაფრებში, რათა მარიას სასურველი ძაღლი მოეძებნა.

Zooclub

როდესაც ოჯახმა, საბოლოოდ, იპოვა ის ძაღლი, რომელიც მარიას სურდა, გოგონამ მასზე დაწერა: "ის ჩემი მეორე მეა და შეუცვლელია."

Zooclub

იმ დღიდან მოყოლებული, ჩაბი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან მომენტში მარიას გვერდით იყო.
მარია იზრდებოდა, ასევე- ჩაბიც.

Zooclub

"ჩემთვის ყველაზე სასაცილო მომენტი იყო მაშინ, როდესაც მარიამ ჩაბის ჩააცვა ჩემი კაბა და ასე გავიდნენ ეზოში სასეინოდ." - იხსენებს მარიას დედა.

Zooclub

"როდესაც ძალიან მოწყენილი ვიყავი და დიდი სურვილი მქონდა ვინმეს ჩავხუტებოდი, ჩაბი მაშინაც ჩემს გვერდით იყო. მე მას მოვეხვეოდი და თითქოს, ვმშვიდდებოდი."- ამბობს მარია.

Zooclub

ჩაბიმ ძალიან განიცადა, როდესაც მარია დიდი ხნით წავიდა სასწავლებლად. მისი დაბრუნების შემდეგ, ძაღლი გოგონას გვერდიდან არ შორდებოდა.

Zooclub

ყოველი ადამიანი, ვინც კი ჩაბის იცნობდა, აღნიშნავს, რომ ის საოცარი ძაღლი იყო, ასევე, საოცარი თვალებით.
თუმცა, ჩაბი  ბერდებოდა, მას ჯანმთელობის პრობლემებიც შეექმნა და მისი თავალები იმდენად ბედნიერი აღარ იყო, როგორც ადრე.

Zooclub

როდესაც მას დაუსვეს დიაგნოზი- ძაღლების ალცეიმერის დაავდება, მარია მიხვდა, რომ თავის საუკეთესო მეგობართან გატარებული ერთი დღეც კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის.

Zooclub

მარიამ თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად, ბოლო ფოტოსესია გადაიღო. 

Zooclub

"დიდი მადლობა, რომ ამდენი სითბო და სიყვარული მაჩუქე, სანამ ცოცხალი იყავი."- ასე დაემშვიდობა მარია, ცრემლიანი თვალებით, ჩაბის.

ასევე იხილეთ:

ბოლო სადილი 16 წლის ძაღლისთვის

მათთვის, ვისაც ლამაზი ისტორიების კითხვა უყვარს

"მე მიყვარს ჩემი რები!"
maia
ტირილი ვერ შევიკავე :( მეც მყავს სახლში ძაგლი ჩემი ლუსი ჩემი პატარა გოგო ძალიან მიყვარს ერტგული თბილი მოსიყვარულეა
nana basilaia
დედას ვფიცავარ, მოვკვდი ტირილით
qeti
მინდა, განუზომლად დიდია ჩემი სურვილი: ვცხოვრობდე ერთგული ძაღლების გარემოცვაში... მათ ხომ ადამიანებისაგან განსხვავებით, უდიდესი სიყვარული შეუძლიათ, არაფრის სანაცვლოდ!
eka
გული მტივა, როცა ასეთ ისტორიებს ვისმენ, მინდა რომ გიყვარდეთ ისინი ისე, როგორც მათ თქვენ უყვარხართ.
tina ochigava
რა ვთქვა საოცრად თბილი და ნაცნობი ისტორიაა,ვისაც საკუთარ თავზე არ გამოუცდია ვერ გაიგებს ამ დიდ ტკივილს რაც მარიამ გამოცადა,მეც მტკივა მასთან ერთად
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?