ვიდეოგალერეა
ლიტერატურა
ტექსტის ზომა + -
საქართველოს წითელი წიგნი
საქართველოს წითელი წიგნი
წითელი წიგნი იშვიათ და გადაშენების პირას მისულ მცენარეთა და ცხოველთა სახეობების ნუსხაა, მათი თანამედროვე მდგომაორების მოკლე დახასიათებით. არსებობს წითელი წიგნის საერთაშორისო, ნაციონალური და ადგილობრივი ვარიანტი.

წიგნის შექმნის იდეა მე-20 საუკუნის I ნახევარში გაჩნდა. მისი ინიციატორი იყო ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი, რომელიც 1949 წელს შეუდგა ინფორმაციის მოპოვებას მცენარეთა და ცხოველთა იშვიათ სახეობათა შესახებ. 1966 წელს უკვე მომზადდა პირველი გამოცემები ძუძუმწოვრებისა და ფრინველების იშვიათი სახეობების შესახებ.

წითელი წიგნი, ისევე როგორც წითელი სიები არ წარმოადგენენ იურიდიულ დოკუმენტებს და ატარებენ მხოლოდ რეკომენდაციულ ხასიათს. ის მოიცავს გლობალურ მაშტაბებს და მიმართულია რეკომენდაცია გაუწიოს იმ ქვეყნებს, რომელთა ტერიტორიაზეც ცხოველთა სცოცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აღნიშნული რეკომენდაციების მნიშვნელობა უზარმაზარია მსოფლიო მასშტაბით.

საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს იცავს სახელმწიფო, შესაბამისი კანონმდებლობით 2003 წელს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი ’’საქართველოს ’’წითელი ნუსხა’’ და ’’წითელი წიგნის’’ შესახებ’’ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე N19 1.07 2003წ.).

კანონის ძირითადი მიზანია, საქართველოს ’’წითელი ნუსხისა’’ და ’’წითელი წიგნის’’ შედგენა, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის და გამოყენების სამართლებრივი რეგულირება. დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული, გადაშენების საფთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა და აღდგენა, სახეობრივი მრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების შენარჩუნება.

ამჟამად დედამიწაზე გამოყოფენ ბიოლოგიური მრავალფეროვნების 25 "ცხელ წერტილს". მათ შორის ერთ-ერთი კავკასია, კერძოდ, საქართველოა. კავკასია ასევე 200 გლობალურ ეკორეგიონს შორისაა, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერაა გამოყოფილი ისეთ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიცაა: სახეობრივი მრავალფეროვნება, ენდემიზმის დონე, ტაქსონომიური უნიკალურობა, ევოლუციური პროცესები და ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებები, მცენარეულობის ტიპების მრავალფეროვნება და ბიომების იშვიათობა გლობალურ დონეზე.

საქართველოში გავრცელებულია მსხვილი ძუძუმწოვრების სამი რიგის - მტაცებლების, წყვილჩლიქოსნების, ვეშაპისნაირების - 30 სახეობა. წვრილი ძუძუმწოვრების ოთხი რიგის 79 სახეობა: მწერიჭამიები - 10 სახეობა, ხელფრთიანები - 29 სახეობა, მღრღნელები - 39 სახეობა და კურდღლისნაირები - 1 სახეობა. საქართველოში გვხვდება ფრინველთა 300-ზე მეტი სახეობა. მიგრირებადი სახეობებისთვის მნიშვნელოვანი დასასვენებელი და დასაზამთრებელი ადგილებია კოლხეთის დაბლობი და ჯავახეთის ზეგნის ტბების სისტემა. აქ ასევე გავრცელებულია ქვეწარმავლების 50-ზე მეტი სახეობა. ამფიბიებიდან გავრცელებულია მხოლოდ 12 სახეობა. მტკნარ წყლებში გავრცელებულია თევზების 80-ზე მეტი სახეობა, რომელთა შორის ბევრი ენდემურია. ენდემურობითა და მრავალფეროვნებით ასევე გამოირჩევა საქართველოს უხერხემლოთა ფაუნაც.

საქართველოს ფლორის შემადგენლობაში შედის, მარტო ჭურჭლოვან მცენარეთა, 4100-ზე მეტი სახეობა, საიდანაც დაახლოებით 21%, ანუ 900-მდე სახეობა ენდემურია.

ძალიან სამწუხაროდ, საქართველოს, ისევე როგორც მთლიანად კავკასიის, ბიომრავალფეროვნება უკიდურესი საფრთხის წინაშე იმყოფება. ტყეების უმეტესი ნაწილი სახეცვლილია ადამიანის ზემოქმედების შედეგად. მაღალ მთაში გადაჭარბებული ძოვების გამო, თითქმის განადგურებულია ბუნებრივი მცენარეული საფარი და მიმდინარეობს ეროზიის პროცესი. ბუნებრივი მცენარეული საფარი შემორჩენილია თავისი ისტორიული არეალის მხოლოდ მცირეოდენ ნაწილში. საქართველოში ბიომრავალფეროვნებაზე მოქმედი საფრთხეებიდან აღსანიშნავია: ბრაკონიერობა, ტყის მასივების გაჩეხვა,
გადაჭარბებული ძოვება, მცენარეთა და ცხოველთა სახეობებით უკანონო ვაჭრობა, თევზის რესურსების გადამეტებული მოპოვება, მდინარეებისა და წყალჭარბი სავარგულების დაბინძურება. შედეგად, ადგილი აქვს ცოცხალი ორგანიზმების საცხოვრებელი გარემოს დეგრადირებას, სახეობათა რიცხოვნობის კლებასა და ეკოლოგიური პროცესების რღვევას - ყველაფერს ერთად კი მივყავართ ბიომრავალფეროვნების განადგურებისკენ.

ამ სავალალო მდგომარეობის შედეგია, რომ საქართველოს ფაუნიდან 141 სახეობა შეტანილია წითელ ნუსხაში. აქედან:

- 11 სახეობას მინიჭებული აქვს კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი (CR)
- 32 სახეობას - საფრთხეში მყოფი სტატუსი (EN)
- 5 სახეობას - ეროვნულ დონეზე გადაშენებულის სტატუსი (RE), ხოლო
- 93 სახეობას მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია (VU).

საქართველოს ფლორიდან 56 სახეობაა შეტანილი წითელ ნუსხაში, საიდანაც:

- 36 სახეობას მინიჭებული აქვს მოწყვლადის (VU) სტატუსი
- 18 სახეობას საფრთხეში მყოფის (EN) სტატუსი, ხოლო
- 2 სახეობას კი კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი (CR)


საქართველოს წითელი წიგნი პირველად 1982 წელს გამოიცა და მისი გამოცემის აუცილებლობა იმ სახეობების სხვადასხვა კატეგორიებად კლასიფიკაციისათვის გახდა საჭირო, რომელთა რიცხვიც ამა თუ იმ მიზეზის გამო რეგიონში მცირდებოდა. ამ დროისთვის არ იყო შემუშავებული კლასიფიკაციის საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს წითელ წიგნში მოყვანილი სახეობებისათვის კატეგორიების მინიჭება სუბიექტური კრიტერიუმებით ხდებოდა.

1982 წლის „საქართვლოს წითელ წიგნში“ შეყვანილ იქნა ძუძუმწოვრების 21, ფრინველების 33, რეპტილიების 6, ამფიბიების 4 და თევზების 1 სახეობა.

გამოყენების თითქმის 30 წლის განმავლობაში არსებული კრიტერიუმები მოძველდა და მრავალჯერ გადაისინჯა. ცხადი გახდა, რომ აუცილებელი იყო საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებისთვის საერთაშორისო კრიტერიუმების შემუშავება და მათი სხვადასხვა კატეგორიებად დაყოფა. ამის აუცილებლობას განსაზღვრავდა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების აღნუსხვისა და დაცვითი ღონისძიებების ჩატარების საჭიროება.

1994 წელს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) საბჭომ მიიღო წითელი ნუსხის ახალი სისტემა და ახალი კრიტერიუმები, რომელთა გამოყებენაც ძალიან ფართოდ დაიწყეს სხვადასხვა სამთავრობო თუ არა სამთავრობო ორგანიზაციებმა. ამგვარმა ფართო და მრავალჯერადმა გამოყენებამ ცხადყო ზოგიერთი ცვლილებების შეტანის აუცილებლობაც და მსოფლიო კონსერვაციის კონგრესმა, 1996 წელს, სახეობათა გადარჩენის კომისიას მიანიჭა უფლებამოსილება განეხორციელებინა სისტემის გადასინჯვა. საბოლოოდ შემოღებული იქნა განახლებული სისტემა რომლის მიხედვითაც სახეობებს მიენიჭათ შემდეგი კატეგორიები:

X – გადაშენებული
EW – ბუნებაში გადაშენებული
CR – კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
EN – საფრთხეში მყოფი
VU – მოწყვლადი
NT – საფრთხესთან ახლოს მყოფი
LC – საჭიროებს ზრუნვას
DD – არასრული მონაცემები
NE – არ არის შეფასებული

2005 წელს სწორედ ამ სისტემის მიხედვით მოხდა - „საქართველოს წითელი ნუსხის“ შემუშავებაც, რომელიც 2006 წელს დამტკიცდა. საერთაშორისო წითელი ნუსხის კატეგორიებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ამა თუ იმ კატეგორიას ემატება სიტყვა „რეგიონული“. რაც ნიშნავს, რომ ეს სახეობა გადაშენებულია კონკრეტულ რეგიონში და არა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

წითელ ნუსხაზე მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს, ვინაიდან დროთა განმავლობაში სახეობათა მდგომარეობა იცვლება და წითელი ნუსხაც საჭიროებს ცვლილებების შეტანას.

საქართველოს ცხოველების წითელი ნუსახა

*გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ეს სია შესაძლოა არ შეესაბამებოდეს უახლეს მონაცემებს.

IUCN მსოფლიოს პირველი გლობალური გარემოს დაცვითი ორგანიზაციაა. ის 1948 წელს დაარსდა და ამჟამად მასში 1200 ორგანიზაციაა გაერთიანებული, რომლითაც მსოფლიოს უდიდეს კონსერვაციულ ქსელს ქმნის. IUCN-ის მთავარ მიზანს მსიოფლიო ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება წარმოადგენს.


ძუძუმწოვრები:


სამხრეთული ცხვირნალა/Rhinolophus euryale Blasius
მეჰელის ცხვირნალა/Rhinolophus mehelyi Matschie
გრძელყურა მღამიობი/Myotis bechsteinii Kuhl
ევროპული მაჩქათელა/Barbastella barbastellus Schreber
თახვი/Castor fiber Linnaeus
კავკასიური თაგვანა/Sicista caucasica Vinogradov
ქლუხორის თაგვანა/Sicista kluchorica Sokolov, Kovalskaya, and Baskevich
ყაზბეგის თაგვანა/Sicista kazbegica Sokolov, Baskevich, and Kovalskaya
ბრუცა/Nannospalax nehringi Satunin
ნაცრისფერი ზაზუნელა/Cricetulus migratorius Pallas
ამიერკავკასიური ზაზუნა/Mesocricetus brandti Nehring
პრომეთეს მემინდვრია/Prometheomys schaposchnikovi Satunin
წითური მემინდვრია/Clethrionomys glareolus ponticus Schreber
მცირეაზიური მექვიშია/Meriones tristrami Thomas
პაწია თაგვი/Micromys minutus Pallas
ლელიანის კატა/Felis chaus Schreber
ფოცხვერი/Lynx lynx Linnaeus
ჯიქი/Panthera pardus Linnaeus
ვეფხვი/Panthera tigris Linnaeus
აფთარი/Hyaena hyaena Linnaeus
წავი/Lutra lutra Linnaeus
ჭრელტყავა/Vormela peregusna Güldensthdt
თეთრმუცელა/Monachus monachus Hermann
მურა დათვი/Ursus arctos Linnaeus
ზღვის ღორი/Phocoena phocoena Linnaeus
აფალინა/Tursiops truncatus Montagu
ირემი/Cervus elaphus Linnaeus
ქურციკი/Gazella subgutturosa Güldenstaedt
დასავლეთკავკასიური ჯიხვი/Capra caucasica Güldenstaedt and Pallas
დაღესტნური ჯიხვი/Capra cylindricornis Blyth
ნიამორი/Capra aegagrus Linnaeus
არჩვი/Rupicapra rupicapra Linnaeus.


ფრინველები:


მურტალა/Podiceps grisegaena Boddaert
ვარდისფერი ვარხვი/Pelecanus onocrotalus Linnaeus
ქოჩორა ვარხვი/Pelecanus crispus Bruch
ლაკლაკი/Ciconia ciconia Linnaeus
ყარყატი/Ciconia nigra Linnaeus
პატარა ღერღეტი/Anser erythropus Linnaeus
წითელი იხვი/Tadorna ferruginea Pallas
მარმარილოსებრი/Marmaronetta angustirostris
გარიელი/Melanitta fusca Linnaeus
თეთრთვალა იხვი/Oxyura leucocephala Scopoli
თეთრკუდა ფსოვი/Haliaeetus albicilla Linnaeus
ქორცქვიტა/Accipiter brevipes Severtzov
ველის კაკაჩა/Buteo rufinus rufinus Cretzschmar
ბექობის არწივი/Aquila heliaca Savigny
დიდი მყივანი არწივი/Aquila clanga Pallas
მთის არწივი/Aquila chrysaetus Linnaeus
ფასკუნჯი/Neophron percnopterus Linnaeus
ბატკანძერი/Gypaetus barbatus Linnaeus
სვავი/Aegypius monachus Linnaeus
გავაზი/Falco cherrug Gray
თვალშავი/Falco vespertinus Linnaeus
წითელთავა შავარდენი/Falco biarmicus Temminck
მცირე კირკიტა/Falco naumanni Fleischer
ჭოტი/Aegolius funereus Linnaeus
ბუხრინწა/Tyto alba Scopoli
კასპიური შურთხი/Tetraogallus caspius Gmelin
კავკასიური როჭო/Tetrao mlokosiewiczi Taczanowski
რუხი წერო/Grus grus Linnaeus
სარსარაკი/Tetrax tetrax Linnaeus
თვალჭყეტია/Burhinus oedicnemus Linnaeus
ულვაშა წივწივა/Panurus biarmicus Linnaeus
წითელმუცელა ბოლოცეცხლა/Phoenicurus erythrogastrus Güldensthdt
დიდი კოჭობა/Carpodacus rubicilla Güldensthdt
ჭრელგულა ჭვინტაკა/Prunella ocularis Radde.


ქვეწარმავლები:

ხმელთაშუაზღვეთის კუ/Testudo graeca Linnaeus
კოხტა გველთავა/Ophisops elegans Menetries
თურქული ხვლიკი/Darevskia clarkorum Darevsky & Vedmederja
დალის ხვლიკი/Darevskia dahli Darevsky
აჭარული ხვლიკი/Darevskia mixta Mehely
აზიური შიშველთავა/Ablepharus pannonicus Fitzinger
დასავლური მახრჩობელა/Eryx jaculus Dumeril & Bibron
საყელოიანი ეირენისი/Eirenis collaris Menetries
ხვლიკიჭამია გველი/Malpolon monspessulanus Mertens & Mueller
დინიკის გველგესლა/Vipera dinniki Nikolsky
კავკასიური გველგესლა/Vipera kaznakovi Nikolsky.


ამფიები:


კავკასიური სალამანდრა/Mertensiella caucasica Waga
სირიული მყვარი/Pelobates syriacus Boettger.
ხრტილოვანი თევზები:
სვია/Huso huso Linnaeus
ფორონჯი/Acipenser sturio Linnaeus
ფორეჯი/Acipenser nudiventris Lovetsky
ტარაღანა/Acipenser stellatus Pallas
რუსული ზუთხი/Acipenser gueldenstaedti Brandt & Ratzeberg
სპარსული ზუთხი/Acipenser persicus Borodin.


ძვლოვანი თევზები:

მდინარის/ტბის კალმახი/Salmo fario Linnaeus
მორევის ნაფოტა/Rutilus frisii Nordmann
კოლხური ხრამული/Varicorhinus sieboldi Steindachner
წინააზიური გველანა/Sabanejewia aurata De Filippi
მექვიშია ღორჯო/Neogobius fluviatilis Pallas.


მწერები:

კავკასიური წმინდადგახვიარა/Phassus shamil Christoph
კოლხური ბრამეა/Brahmaea ledereri Rogenhofer
ღამის მცირე ფარშევანგთვალა/Eudia pavonia Linnaeus
მკრათვალებიანი ფარშევანგთვალა/Perisomena coecigena Kupido
სფინქსი მკვდართავა/Manduca atropos Linnaeus
კომაროვის სფინქსი/Rethera komarovi Christoph
ოლეანდრის სფინქსი/Deilephila nerii Linnaeus
ჯუჯა სფინქსი/Pterogon gorgoniades Hb.
კვიპაროსის მსხვილტანა/Pachypasa otus Drury
ბალკანური აბრეშუმქსოვია/Lemonia balcanica Herrich-Schhffer
დათუნელა ჰერა/Callimorpha dominula Linnaeus
მღვის ამიერკავკასიური დათუნელა/Axiopoena maura Eichwald
აპოლონი/Parnassius apollo Linnaeus
კავკასიური აპოლონი/Parnassius nordmanni Ménétriès
კავკასიური ზერინთია/Allancastria caucasica Lederer
გრუნერის აისი/Antocharis gruneri Herrich-Schaeffer
ამიერკავკასიური აისი/Anthocharis damone Boisduval
ჰევისტონის ავერდულა/Erebia hewistonii Lederer
ირანული ხავერდულა/Erebia iranica Grum-Grshimailo
რომანოვის ცისფერა/Tomares romanovi Christoph
ცისფერა მელეაგრი/Polyommates daphnis Denis & Schiffermüller
სმირნოვის მბოგელა/Apocolotois smornovi Romanoff
იფნის ჭრელურა/Zygaena fraxini Ménétriès
ველის დიდი ბაზი/Bombus fragrans Pallas
ბაზი ერიოფორუსი/Bombus eriophorus Klug
ალპური ბაზი/Bombus alpigenus Morawitz
ირანული ბაზი/Bombus persicus Radoszkowsky
იისფერი ქსილოკოპა/Xylocopa violacea Linnaeus
კურნაკოვის ბზუალა/Inotrechus kurnakovi Dolranski&Ljovuschkin
ინჯაევას ბზუალა/Inotrechus injaevae Dolranski&Ljovuschkin
მრგვალი ბზუალა/Omophron limbatum Fabricius
ალპური ხარაბუზა/Rosalia alpina Linnaeus
მზიმთას ნემსიყლაპია/Cordulegaster mzymtae Barteneff
მსგავსი ნემსიყლაპია/Onychogomphus assimilis Schneider
სამეგრელოს ტურფა/Calopteryx mingrelica Selys.


კიბოსნაირები:

კოლხური ფართოფეხა კიბო/Astacus colchicus Kessler
პევცოვის კიბო/Pontastacus pylzowi Skorikov.


ობობასნაირები:

ტივის ობობა/Dolomedes plantarius Clerck.
რგოლოვანი ჭიები:
ამიერკავკასიური ჭიაყელა/Eisenia transcaucasica Perel
ლაგოდეხის ჭიაყელა/Eisenia lagodechiensis Michaelson
ხეობის ჭიაყელა/Dendrobaena faucium Michaelsen
კინტრიშის ჭიაყელა/Alollobophora kintrishiana Kvavadze.
მუცელფეხიანი მოლუსკეისი:
ბუხის ლოკოკინა/Helix buchi Dubois&Montpereux.
ქვესახეობისები (ძვლოვანი თევზები):
პალიასტომის ქაშაყი/Alosa caspia paleostomi Eichwald
შავი ზღვის ორაგული/Salmo fario labrax Pallas
წითელტუჩა ჭერეხი/Aspius aspius taeniatus Berg
ალაზნის გველანა/Nemachilus angorae alasanicus Elanidze.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
თეგებით მსგავსი სიახლეები
ერმიტაჟის კატებზე აშშ-ში წიგნი დაწერეს
ამერიკელმა მერი ენ ელლინმა დაწერა საბავშვო წიგნი "ანნა და ერმიტაჟის კატები."
14.10.2014
CITES გენერალური მდივანი საქართველოში შეხვედრებს განაგრძობს
"გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ"
20.10.2015
ჰოლივუდის ვარსკვლავები ფოტოსესიაში ”ჯუნგლების წიგნის” პერსონაჟებთან ერთად
6 აპრილს მულტიპლიკაციური ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა. “ჯუნგლების წიგნი” - დაფუძნებულია რედიარდ კიპლინგის ცნობილ ზღაპარზე (“მაუგლი”).
18.04.2016
ბოლო სიახლეები
სტაჟიორმა ვეტერინარმა ძაღლი ევთანაზიიდან ერთი წუთით ადრე გადაარჩინა
სტაჟიორმა ვეტერინარმა ძაღლი გადაარჩინა, მას შემდეგ, რაც მის პროფესიონალმა კოლეგამ
27.05.2016
7 მიზეზი, რატომ არის ვეტერინარის პროფესია მნიშვნელოვანი
ოდესმე გიფიქრიათ, თუ რა არის თქვენთვის სასურველი პროფესია? როდესაც მუშაობის  პროცესი
27.05.2016
თბილისის ყველა უბანში შინაური ცხოველების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის ყველა უბანში წინასწარ შერჩეულ 60 ლოკაციაზე
25.05.2016
ინგუშმა ბიჭმა ინდაურს ჩახუტება ასწავლა (+ვიდეო)
ინგუშეთის მცხოვრებმა თავის ინდაურს შეხვედრისას ჩახუტება ასწავლა.
25.05.2016
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მეცხოველეობის მიმართულებით კვლევები მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ,
23.05.2016
 რუსთავსა და მარნეულში ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტები ამოქმედდა
ქვემო ქართლის რეგიონში, რუსთავისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტები ამოქმედდა.
23.05.2016
ესპანეთში “ტორო დე ლა ვეგას” დღესასწაულზე ხარების ხოცვა აკრძალეს
ესპანეთის ხელისუფლებამ ყოველწლიურ ნაციონალურ დღესასწაულზე “ტორო დე ლა ვეგა", რომელიც ტორდესილიასში იმართებოდა, ხარების ხოცვა აკრძალა.
23.05.2016
ორანგუტანგი შეშინებული ეჭიდება ერთადერთ ხეს მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ტყე გაკაფეს
"ის არ თმობდა იმ სახლს და იმ ადგილს, სადაც გაიზარდა. ადრე ეს ადგილი
23.05.2016
ძაღლის 15 ჯიში, რომლებსაც ბეწვი სხვებთან შედარებთ ძალიან სცვივათ
ჩვენ მიერ წარდგენილი ყოველი ძაღლის ჯიში ძალიან ლამაზი და საყვარელია. სხვა ჯიშიანი თუ არაჯიშიანი ძაღლის მსგავსად,
23.05.2016
წყვილმა ქორწილში ათასი კატა დაპატიჟა (+ფოტო)
კანადელმა ცხოველების მოყვარულებმა ქორწილში 1000 კატა დაპატიჟა.
21.05.2016
გასაჩუქებელი
ნაპოვნი
დაკარგული
დაიკარგა 3 წლის ხვადი ინგლისური სეტერი (ლავერაკი).
15.03.2016
დაიკარგა 1 წლის ციმბირული ჰასკი.

21.03.2016
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა ვეიმარანერი.
31.03.2016
ფოტოგალერეა
გამოკითხვა
ყველაზე მეტად რა სახის ინფორმაცია გაინტერესებთ ცხოველების შესახებ?