სადიზმი, როგორც საზოგადოების ავადმყოფობის გამოვლინება
სადიზმი, როგორც საზოგადოების ავადმყოფობის გამოვლინება
რა ხდება? რატომ არის ამდენი ძალადობა და საიდან მოდის?

ადამიანები ყოველდღიურად მილიონობით ცხოველს ხოცავენ. მათ მონობაში ამყოფებენ, შვილებს ართმევენ, ტყავს აძრობენ და ყელს ჭრიან. მათ საცდელ მასალად იყენებენ - და არა იმის გამო, რომ ეს აუცილებელია, არამედ იმიტომ, რომ ეს ბევრად მარტივია და იაფი, ვიდრე მათი ალტერნატიული უსისხლო მასალით შეცვლა.

როდესაც ბავშვი პატარაობიდანვე ხედავს თავის თეფშზე მკვდარი ცხოველის ხორცს და ეს მას ისე მიეწოდება, როგორც ნორმა, რატომაც არ შეიძლება მომავალში მანაც მოკლას თუკი მთელი სიცოცხლე ის მკვლელობას მხარს უჭერდა?

ვინ
შეიძლება მოკლა და ვინ არ შეიძლება? სად არის ის ზღვარი, რისი გადალახვაც არ შეიძლება? თუ
ეს სტუდენტ-მედიკოსს შეუძლია სამართლებრივად, მაშინ რატომ არ შეუძლია ეს ჩვეულებრივ ცხოველთა მწამებელს?

თუ მირიალდ ცხოველს ხოცავენ ცხოველებს ხოცავენ ცხოველების ფერმაში, მაშინ რატომაა აღშფოთებული საზოგადოება კატების და ძაღლების მკვლელობით, მაგრამ არ აქვს რეაქცია, როდესაც მაღაზიებში ხორცს ყიდულობენ? სადისტევი მორალური კმაყოფილებისთვის კლავენ, გურმანი კი მკვლელობას გასტრონომიული კმაყოფილების გამო უჭერს მხარს - უბრალოდ მისთვის სხვა კლავს.

საზოგადოება, სადაც ყოველდღიურად მილიონ ცხოველს ხოცავენ საკვების, ტანსაცმლის, ცდების და გართობის გამო - და ამას უმეტესობა მშვიდად აღიქვამს - დაავადებულია.



სადიზმი, როგორც საზოგადოების ავადმყოფობის გამოვლენა

დამპალი სისტემა - დაჩირქებული ორგანიზმივითაა. სადიზმი - ეს იმ სისტემის გაგრძელებაა, სადაც ცოცხალი არსების სიცოცხლეს პატივს არ სცემენ. და ერთეული მოქალაქის აგრესიული ამოფრქვევა - სხეულზე გაჩენილ ფურუნკულს გავს, რომელიც ასახავს, რამდენად გართულდა დაავადება. პრობლემა სადისტებში არ არის, პრობლემა საზოგადოებაშია. დაავადების მსგავს გამოვლენასთან ბრძოლა - იგივეა, რაც დაჩირქებული ორგანიზმიდან ჩირქის გამორწყვა. ეს შედეგია, მაგრამ არა მიზეზი.

მიზეზი კი ისაა, რომ არ შეიძლება მკვლელობა დაყო დადებითად და უაროფითდ.
ნებმისმიერი მკვლელობა - ბოროტებაა და მას არ აქვს გამართლება.

სანამ ადამიანები ამას არ მიხვდებიან - არაფერი შეიცვლება. საზოგადოებაში, სადაც ცხოველების მკვლელობა ისე აღიქმება, როგორც ნორმა, ყოველთვის იქნება სისასტიკის გამოვლინებები. ბავშვებიდან კი, რომელთა ფსიქიკას ბავშვობიდანვე ამახინჯებენ და სხვისი სიცოცხლისადმი პატივისცემას უქრობენ, არც თუ იშვიათად გაიზრდებიან სადისტები.


(ავტ. ოლგა გეტინგერი)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?