ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა და მიიღო სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ შემუშავებული ხუთი ნორმატიული აქტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა და მიიღო სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ შემუშავებული ხუთი ნორმატიული აქტი
მიმდინარე წლის 24 თებერვალს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა და მიიღო სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ შემუშავებული ხუთი ნორმატიული აქტი (ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე - 1 მარტიდან):

ა) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის № 17-56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (იხილეთ ბმული ცვლილება-3-13-24.02.2017.pdf);

ბ) „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014
წლის 30 დეკემბრის № 20-93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“(იხილეთ ბმული ცვლილება-3-14-24.02.2017.pdf);

გ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის № 7-28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“(იხილეთ ბმული ცვლილება-3-15-24.02.2017.pdf);

დ) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 103-ე მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის № 28-117 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (იხილეთ ბმული ცვლილება 3-16-24.02.2017.pdf);

ე) „ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის № 33-141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (იხილეთ ბმული ცვლილება 3-17-24.02.2017.pdf).

ცხოველების მოვლა-პატრონობის, მათი ყოლის წესებისა და სააგენტოს საქმიანობის მარეგლამენტირებელ ნორმატიულ აქტებში ასახულ ძირითად სიახლეებს შორის აღსანიშნავია შემდეგი:

დადგინდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წესების დარღვევით მყოფი უმეთვალყურეო პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და დღიური მოვლა-პატრონობის ხარჯები;
დაწესდა ცალკეული ფასიანი მომსახურების ახალი სახეები:

- საკუთრებაში არსებული ტერიტორიიდან იმ ცხოველების გაყვანა, რომელთა დაჭერა სცილდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველთა სავალდებულო დაჭერის საფუძვლებს;

- რეპელენტით ტერიტორიის დამუშავება;

შეიცვალა (გაიზარდა) საკუთრებაში არსებული ცხოველების იდენტიფიკაციის (ჩიპირებით) პროცედურის ღირებულება;
არსებული აკრძალვების პარალელურად (სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და საავადმყოფოები), დამატებით აიკრძალა ცხოველების შეყვანა იმ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, დაწესებულებებში და ტერიტორიებზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი;
ნორმატიული აქტებში შევიდა ტექნიკური ხასიათის (პროცედურების დეტალიზაცია, ტერმინთა სწორი განმარტება, მუხლის სტრუქტურა, მექანიკური შეცდომები და ა.შ.) ცვლილებები.

სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, დროულად და სრულად გაეცნონ საკანონმდებლო ცვლილებებს და დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი ყოლის წესები (მარეგლამენტირებელი კოდიფიცირებული ნორმატიული აქტები იხილეთ ბმულზე http://animalsmonitoring.ge/page/26).


წყარო

_ _ _

Zooclub

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განმარტებით:


მოცემული სტატისტიკის თანახმად, 2016 წლის განმავლობაში 673 პირი დაჯარიმდა ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევის გამო, 5 პირი - ძაღლის გასეირნების წესების გამო, 4 - პირველი ორი პუნქტის განმეორებით დარღვევის გამო, ხოლო 76 პირის დაჯარიმება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის გასეირნების წესებიs დარღვევამ გამოიწვია.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?