ჯუნგლებში გაშვებული გორილები, 10 წლის შემდეგ, მომვლელს შეხვდნენ (+ვიდეო)
ჯუნგლებში გაშვებული გორილები, 10 წლის შემდეგ, მომვლელს შეხვდნენ (+ვიდეო)
უკვე 15 წელია, ფონდი "Aspinall Foundation" დატყვევებულ გორილებს ეხმარება თავისუფლების მოპოვებაში.
ვიდეო გორილების, დალტა და ბიმის, პატარა ამბავს ასახავს. ისინი ინგლისის გარეულ ცხოველთა თავშესაფარ "Wild Animal Park"-ში დაიბადნენ, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჯუნგლებში გაუშვეს.

10 წლიანი განშორების შემდეგ, გორილების მომვლელი, დემიან ასპინოლი და მისი შვილი ტესი, სპეციალურად წავიდნენ ჯუნგლებში დალტა და ბიმის მოსანახულებლად. მათ არ იცოდნენ, ამდენ წლიანი განშორების შემდეგ, როგორ შეხვდებოდნენ მაიმუნები. 

დალტა და ბიმის ტესი 15 წლის განმავლობაში არ ენახათ. გოგონა პატარა იყო, როდესაც მამასთან მიდიოდა სამსახურში და პატარა გორილების
გაზრდაში ეხმარებოდა. მაიმუნებს თავიდან გაუჭირდათ ტესის ცნობა, თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ, მომვლელი იცნეს და მეგობრულად
ჩაეხუტნენ.

გორილების შეხვედრა ყოფილ მომვლელთან და მის შვილთან ძალიან თბილი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა, თუმცა ყოველივე ამის მოსაყოლად სიტყვები ზედმეტია.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ფოტოგრაფს მხოლოდ რამდენიმე ფოტოს გადაღება სურდა

რობინ უილიამსი და გორილა კოკო-საოცარი მეგობრობა

გორილა, რომელმაც არ დაივიწყა თავისი ძველი მეგობარი


ელო
რუსთაველებს მაინც აჯობებენ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?