შინაური ბინადრების სიყვარული წონაში დაკლების სტიმულს აძლიერებს
შინაური ბინადრების სიყვარული წონაში დაკლების სტიმულს აძლიერებს
პატრონების უმეტესობას ძალიან უყვარს თავისი ძაღლი. მიუხედავად სიყვარულისა, არსებობენ ზარმაცი პატრონებიც, რომლებსაც ზოგჯერ ბინადრის ერთხელ გასეირნებაც კი ეზარებათ.
სწორედ ამ ფაქტმა ბიძგი მისცა მკვლევრებს, მეცნიერებს, ვეტერინარებსა და ექიმებს გაეგოთ შეუძლია, თუ არა ადამიანს შეცვალოს ცხოვრების წესი თავისი საყვარელი ძაღლის გამო. ამისათვის მკვლევართა ჯგუფმა 32 მოხალისე ძაღლის პატრონი გამოიკვლია. ყველა ძაღლს ზედმეტი წონა აწუხებდა, ასევე მათ პატრონებსაც, რადგან ეს ადამიანები პასიურ ცხოვრებას ეწეოდნენ.

ამ ადამიანების ნახევარმა, ვეტერინართან ვიზიტის შემდეგ, გადაწყვიტა, თავისი ძაღლისთვის დიეტა დაენიშნა და მათი ჯანმრთელობისთვის მიექცია ყურადღება, ხოლო დანარჩენმა განაცხადა, რომ
ცხოველის
თვის აუცილებელი იყო ფიზიკური აქტიურობა. სპეციალისტებმა ძაღლის პატრონებს რჩევები მისცეს. კერძოდ, ყოველდღიური გასეირნება 30 წუთზე მეტ ხანს.

სამი თვის შემდეგ, მკვლევრებმა მოხალისეები და მათი ძაღლები ისევ შეამოწმეს. იმ ადამიანებმა, რომლებიც ყოველდღიურად ასეირნებდნენ თავის ბინადრებს, მოიშორეს ზედმეტი წონა. გარდა ამისა, მათი ძაღლებიც ფორმაში იყვენენ. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოხალისეებმა ეს ყველაფერი თავიანთი საყვარელი ძაღლების ჯანმრთელობის გამო გააკეთეს.
როგორც ექსპერიმენტის ორგანიზატორები ამბობენ, შინაური ბინადრის სიყვარული და მზრუნველობა შესაძლოა, გახდეს უდიდესი სტიმული იმისა, რომ მიჰყვეთ აქტიურ ცხოვრებას და იყოთ ყოველთვის კარგ ფორმაში.

ასევე იხილეთ:

შესანიშნავი იდეები კატების მოყვარულთათვის

ძაღლებს სიტყვიერ შექებაზე მეტად მოფერება ურჩევნიათ

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?