გორილამ 3 წლის ბავშვი გადაარჩინა (+ვიდეო)
გორილამ 3 წლის ბავშვი გადაარჩინა (+ვიდეო)
გორილები არიან საშიში პრიმატები, რომლებიც უცხო სხეულის მოახლოებისას, განსაკუთრებით გამოხატავენ აგრესიას. მიუხედავად ამისა, ყველა ცხოველი თავისებურად საზრიანია. ამის მაგალითია გორილა, სახელად ბინთი, რომელიც ზოოპარკში ცხოვრობს.

როდესაც 3 წლის ბიჭი გორილების გალიაში ჩავარდა, ყველა საშინელების მოლოდინში იყო. თუმცა, მათ გასაკვირად, ბინთიმ ბავშვი აიყვანა, მიიყვანა კართან ახლოს და იცავდა სხვა გორილების თავდასხმისგან, სანამ სამაშველო ჯგუფი ბიჭის დასახმარებლად არ შევიდა. საბედნიეროდ, ბავშვი გადარჩა და კარგად არის, გორილა ბინთი კი, თავისი საქციელის გამო, ნამდვილ გმირად აღიარეს.

იხილეთ საოცარი ვიდეო, როგორ ზრუნავს და იცავს ბინთი სხვა გორილებისგან ბიჭს, სანამ
მაშველები გალიაში შევლენ. 

ასევე იხილეთ:

3 წლის ბავშვი ძაღლმა სიკვდილისგან იხსნა

ვინ შეცვალა აუტიზმით დაავადებული ბავშვის
ცხოვრება


ძაღლმა ბავშვები დათვის თავდასხმისგან იხსნა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?