როგორ აშენდა თბილისის ზოოპარკი (+ფოტო)
როგორ აშენდა თბილისის ზოოპარკი (+ფოტო)
თბილისის ზოოლოგიური პარკი 1927 წელს, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმსაკომის დადგენილებით დაარსდა. მის მოსაწყობად მდინარე ვერეს ხეობაში 70-მდე ჰა (შემდეგ 120-მდე) მიწის ნაკვეთი გამოიყო. გათვალისწინებული იყო ამუშავება შემდეგი განყოფილებებისა: კავკასიის ანუ მხარეთმცოდნეობის, ფაუნის, ეგზოტიკური, სასოფლო-სამეურნეო, ცხოველთა...

ზოოპარკის გენერალური გეგმის შედგენაზე ერთობლივად მუშაობდნენ პროფესორი მანტეიფელი – მოსკოვის ზოოპარკის სამეცნიერო-კვლევითი ნაწილის ხელმძღვანელი, ლენინგრადის (სანკტ-პეტერბურგი) ზოოპარკის არქიტექტორი სტეპანოვი და ქართველი მეცნიერები: ჩხიკვიშვილი, ჯანაშვილი. ცხოველთათვის ბუნებრივი გარემოს შესაქმნელად, შეძლებისდაგვარად, ხელოვნურად იქმნებოდა ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობები (კლდეები, ჩანჩქერები, აუზები).

Zooclub

თბილისის ზოოლოგიურ პარკში წარმოდგენილი იყო კავკასიისთვის, კერძოდ,
საქართველოსთვის დამახასიათებელი ენდემური სახეობები: ჯიხვი, ნიამორი, არჩვი, ირემი, შველი, კოლხური ხოხობი, კავკასიური როჭო, კავკასიური შურთხი.
წლების განმავლობაში, ზოოპარკის სამეცნიერო სექტორს ხელმძღვანელობდა გამოჩენილი ზოოლოგი - არჩილ ჯანაშვილი. გასული საუკუნის 30-იან წლებში თბილისის ზოოპარკში მიიღეს ჯიხვისა და შინაური თხის ჰიბრიდი - ჯიხვთხა, ასევე ზებრისა და თუშური ჯიშის ცხენის ნაჯვარი - ზებროიდი (რომელიც თავის მშობლებთან შედარებით უფრო გამძლეა); შეისწავლეს სხვადასხვა ცხოველის (ირემი, შველი, ჯიხვი, კვერნა, წითელი იხვი, ორბი, გიურზა) ბიოლოგია.

მაიმუნების ფსიქიკასა და სხვა თავისებურებებს სწავლობდა აკადემიკოსი ივანე ბერიტაშვილი. 1931 წელს ზოოპარკში დაარსდა პარაზიტოლოგიის ლაბორატორია. შეიქმნა ზოოლოგიური მუზეუმიც. ბევრი რამ დირექტორ განსონის ხელმძღვანელობისას (1934-1944 წლები) გაკეთდა. ის წლები თბილისის ზოოპარკის აღმშენებლობის პერიოდი გახლდათ. ამასთან, არა ერთი სამეცნიერო ცდა ტარდებოდა. ასევე აითვისეს სპეციალურად გამოყოფილი მიწის დიდი ფართობი, აშენდა ახალი ნაგებობები და ვოლიერები, მოეწყო გაზონები და ყვავილნარები, ბოსტანი (იქ მოყვანილი მწვანილი და ბოსტნეული ცხოველთა საკვებად გამოიყენებოდა), ბავშვების გასასეირნებლად ზოოპარკის ტერიტორიაზე მოძრაობდა პონის ეტლი.

Zooclub

1935 წელს ზოოპარკში დაარსდა ბიოლოგიური სადგური, რომელიც 1938 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა. უდიდესი ყურადღება ექცეოდა ზოოპარკის ბინადართა ჰიგიენას, კვებასა და რეჟიმს, მათ მკურნალობას, გამრავლებას, განსაკუთრებით, ბეწვიანი ნადირების მოშენებას. 1936 წელს ჯანაშვილის რედაქციით გამოიცა თბილისის ზოოპარკის პირველი გზამკვლევი. 1938 წელს თბილისის ზოოპარკში მოსკოვიდან ჩამოიყვანეს პირველი სპილო - 3 წლის სპლიყვი, ასევე, შიმპანზე, ბეჰემოთი, ავსტრალიური და ამერიკული სირაქლემები, თუთიყუშები, ავსტრალიური შავი გედები, რაც იმდროინდელი ზოოპარკის ცხოვრებაში დიდი მოვლენა იყო. ამ ფაქტის გამო, მთელი ქალაქი ჭრელებული გახლდათ აფიშებით, რომლებიც თბილისელებს ახალი მობინადრეების შესახებ ამცნობდა. თბილისის ზოოლოგიური პარკის მეცნიერმუშაკები მუდმივად აწარმოებდნენ დაკვირვებას ფრინველებსა და ცხოველებზე, რის შედეგადაც აქვეყნებდნენ სამეცნიერო ნაშრომებს.

1993-1994 წლებში კი თბილისის ზოოპარკი, როგორც არასდროს, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს, იქაურობას ყურადღებას აღარავინ აქცევდა. იმ დროს ბევრი ცხოველი შიმშილისგან დაიხოცა და ზოოპარკის თანამშრომლები იძულებულები იყვნენ, ერთი მკვდარი ცხოველით მეორე გამოეკვებათ.
ასეთი გახლავთ ჩვენი ზოოპარკის ისტორიული წარსული...

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ლალი ფაციამ
ambebi.ge
გია ნიშნიანიძე
ბოლშევიკებმა ეკლესიის ზარები გადაადნეს და იმით გააკეთეს პირველი გალიები. ზოოპარკი დაწყევლილი ადგილია. წყალდიდობები ბევრჯერ მომხდარა. ცხოველებიც დამხრჩვალა და დაკარგულა. სპილო 1960 წელს გმირთა მოედანზე აღმონდა, ისევე, როგორც ეხლა ბეჰემოტი. ამიტომ უნდა იქნას გადატანილი თბილისის ზღვაზე
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?