"ამელი და ცხოველები" - პატარა გოგონასა და ცხოველების საოცარი ფოტოსესია (+ფოტო)
"ამელი და ცხოველები" - პატარა გოგონასა და ცხოველების საოცარი ფოტოსესია (+ფოტო)
მას შემდეგ, რაც პატარა ამელს 3 წელი შეუსრულდა, ფოტოპროექტი "ამელი და ცხოველების" მოდელია. იგი მონაწილეობს გადაღებებში ეგზოტიკურ და ჩვეულებრივ, პატარა და საშუალო ზომის ცხოველებთან ერთად. პროექტის ავტორი გოგონას დედა, ფოტოგრაფი რობინ შვარცია.

სერიიდან პირველი ფოტო 2002 წელს გაჩნდა, როდესაც გოგონას 3 წელი შეუსრულდა. ფოტოებზე მასთან ერთად შიმპანზე, სახელად რიკია აღბეჭდილი.

ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, რობინმა აღნიშნა, რომ თავისი პირველი ფოტოსესიის ფოტოები შიმპანზესთან ერთად 1993 წელს გამოაქვეყნა. ალბომს "ჩვენნაირები: პრიმატების ფოტოები" დაარქვა. ფოტოგრაფი აღიარებს, რომ ამ სამუშაომ საფუძველი ჩაუყარა მისი და შიმპანზეების, თუ
სხვა ცხოველების მომვლელ ადამიანებთან დამეგობრებას.

რობინი აღიარებს, რომ მისი ქალიშვილი ყოველთვის თავისუფლად გრძნობდა თავს ცხოველების
გარემოცვაში, რაც გოგონას მათდამი დიდ სიყვარულზე და შინაგან სიძლიერეზე მეტყველებს. ამის დემონსტრირებასა ამელი პოზირების დროს ახდენს.


იხილეთ ფოტოგალერეა



გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?