ცივეტას ექსკრემენტები - ყველაზე ძვირადღირებული ყავა მსოფლიოში
ცივეტას ექსკრემენტები - ყველაზე ძვირადღირებული ყავა მსოფლიოში
მსოფლიოში უძვირეს ყავად “Kopi Luwak” ითვლება.  ეს იშვიათი, არაჩეულებრივი გემოს ყავა წარმოშობით ინდონეზიიდან არის. მისი პლანტაციები იავას, სუმატრასა და სუპავესის კუნძულებზეა გაშენებული. “Kopi” ინდონეზიურიდან ითარგმნება, როგორც “ყავა”, ხოლო “Luwak”” - პატარა ცხოველი, რომლის დახმარებითაც ჩნდება ეს ძვირადღირებული ყავა. 

ყველაზე ძვირადღირებული სახეობის ყავა აღმოსავლეთ იავაზე, ინდონეზიის ქალაქ სურაბაის ახლოს იწარმოება. ეს ყავა კეთდება პალმის ცივეტის დახმარებით. ცივეტა პატარა ცხოველია, რომელიც ციყვს ჰგავს. ყავის ეს სახეობა, რომელიც ასევე ცნობილია “Kopi Luwak”-ის სახელით, ძალიან უცნაური მეთოდით იწარმოება. ცივეტა ჭამს ყავის ხის ნაყოფს, რომელიც ცხოველის კუჭ-ნაწლავს გაივლის და გამოდის
მის ექსკრემენტებთან ერთად მოუნელებელ მდგომარეობაში.

ფერმერები აღმოსავლეთ იავის პლანტაციებში ყავის ხის ნაყოფს აგროვებენ. ყავის მარცვლები
ტრადიციულად იკრიფება, რის შემდეგაც მათ ცივეტებს აჭმევენ. იმის მერე, რაც ყავის მარცვლები ექსკრემენტებთან ერთად გამოიყოფა, ისინი სუფთავდება, შრება და ოდნავ იხალება კიდეც.

ფერმერები ყავის ნაყოფს ახარისხებენ. ყავა, რომელიც ინდონეზიის ცივეტების დახმარებით იწარმოება, განთქმულია დახვეწილი არომატით, ხოლო ერთადერთი ფერმენტი, რომელიც ცივეტას კუჭში მდებარეობს, ყავას განსაკუთრებით რბილ გემოს აძლევს. ამ ყავის საცალო ფასი ერთ ფუნტზე 100 და 600 დოლარია.

ყავა “Kopi Luwak”-ის მოწოდება ძალიან შეზღუდულია. ყოველ წელს ბაზარზე მხოლოდ 1000 ფუნტის ოდნობით გვხვდება. “Heritage Tea Rooms”-ში, პატარა ყავის მაღაზიაში, ავსტრალიის ქალაქ ტაუნსვილში, ამ სახეობის ერთ ჭიქა ყავას 50 ავსტრალიურ დოლარად ყიდიან, რაც 33 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub


Zooclub

ჰაჰა
სიამოვნებით გავსინჯავდი ))))))))))
ლაშა
უკეთესი აზრი მაქვს - ავდგეთ და ეს ნედლი ყავა ვაჭამაოთ კარგ, ჯიშიან მეწველ ძროხებს. შედეგად მივიღებთ ნატურალურ რძიან ყავას. ზედმეტი გადამუშავებისა და დანახარჯების გარეშე. სოფელიც აშენდება და ყავის წარმოებაც განვითარდება. ნუუუ, მერე ნაკელს ცალკე მიხედავენ
თემო
შემოვდივარ წინადადებით: რადგან მსოფლიოში უკვე ტრადიციად ქცეულა ამ "ნატიფი" სასმელის მიღება განავლიდან, და ამისათვის ცხოველებს იყენებენ, რითია ადამიანი ნაკლები... შემოვიტანოთ ბაზარზე ყავა "СOPI HUMAN" ... დეგუსტაციისთვის მოვიწვიოთ "ცნობილი" დეგუსტატორები. ამისათვის მომზადდნენ სპეციალურად "ყავა-მეიკერები", მაღალი ანაზღაურებით... 14 წლის ასაკამდე!
მაიკო
კიდევ კარგი ძვირი ღირს და შანსი არაა ვინმემ შემომატყუოს. ყავა ვსვა და ეგეც ვირთხის განავლიანი? ფუუუუუ
shako
ციყვი სულ სხვაა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?