ადამიანები მხოლოდ რამდენიმე დღე იწონებენ თავს ამ ნივთით, თუმცა, შემდეგ ცხოველი კვდება
ადამიანები მხოლოდ რამდენიმე დღე იწონებენ თავს ამ ნივთით, თუმცა, შემდეგ ცხოველი კვდება
ჩინეთი კვლავაც განაგრძობს თავისი სიამოვნების ხარჯზე ცხოველების მიმართ სისასტიკეს. ამ ქვეყნის ბაზარი მეტად მრავალფეროვანია. მათ ფანტაზიას რომ საზღვარი არ აქვს, ამას ჩინელების ახალი გატაცებაც ადასტურებს. ბოლო დროს ჯიხურებში, მეტროს სადგურებსა თუ მატარებლებში დეკორატიულ გასაღების საკიდებს ყიდიან. პოლიეთილენის მკვრივ პარკებში ცოცხალი თევზი, ხვლიკი ან კუ არის მოთავსებული. ამ საკიდებს "წარმატების" თილისმას უწოდებენ.
Zooclub
აქსესუარი დაახლოებით 1.50 იუანი (ჩინური ფულის ერთეული) ღირს და ქალაქის თითქმის ნებისმიერ გარე გაყიდვის ობიექტში შესაძლებელია მისი შეძენა.

ყოველი ამგვარი გასაღების საკიდში ჩასხმულია სპეციალური კრისტალური ჟანგბადი, რომელიც ცხოველს საშუალებას აძლევს, მხოლოდ
რამდენიმე დღე იცოცხლოს, ხოლო 2-3 დღის შემდეგ, ეს ცოცხალი არსება ტანჯვით - შიმშილით ან უჟანგბადობით კვდება.

Zooclub
საკიდში ძირითადად მინიატურული თევზები ან ჩინური კუებია მოთავსებული.

Zooclub
ჩინეთში არსებულმა ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა გააპროტესტეს ეს ფაქტი და საჩივარი სასამართლოშიც შეიტანეს, თუმცა, ამ აქსესუარის რეალიზება იმდენად მომგებიანია, რომ მოვაჭრეებს მისი წარმოება ამ ფაქტის შემდეგაც კი არ შეუჩერებიათ.

Zooclub
ამ აქსესუარის მყიდველები ძირითადად არიან ახალგაზრდები, რომლებსაც მოსწონთ სხვადასხვა ფორმის ორიგინალური ნივთი და ისინი ცოცხალი არსებების ტანჯვის ხარჯზე, თავს იწონებენ.

Zooclub

"ეს ნამდვილი სისასტიკეა ცხოველების მიმართ. სანამ ჩინეთი არ გაამკაცრებს ქვეყანაში ცხოველთა დაცვის კანონებს, ცოცხალი არსებების სიცოცხლის ფასად ბიზნესის კეთება და მსგავსი ფაქტები კვლავაც გაგრძელდება."- ამბობენ ცხოველთა დამცველები.

ასევე იხილეთ:

ჩინეთში ძაღლის ხორცის ფესტივალიდან 2 ლეკვი გადაარჩინეს

როგორ გადაურჩა ზოოპარკში გველისთვის საკვებად მიყვანილი ბაჭია შეჭმას

მარიკა
არამზადები, მხეცები!!!
ქეთი
რა უბედურებააა..ღმერთო დაგვიფარე! ამისთანა ხალხი რომ ჩამოგისახლდება მოდი და ელოდე მერე კარგს მაგათგან..ვითომ "მეგობრად" მოსული ჩვენსავე მიწაზე გვჩაგრავენ და "ბლატაობენ" და ესენი რომ მტრად მოგვეკიდონ ხომ გაგვაზრეს ტყავი.
mari beruashvili
ვაიმე რა მარაზმია...საშინელი ხალხია :||||
ნია
მარაზმია :(
elo
დაწყდნენ ერთ დღეს. მახინჯები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?