როგორ შეცვალეს მგლებმა მდინარეები (+ვიდეო)
როგორ შეცვალეს მგლებმა მდინარეები (+ვიდეო)
1995 წელს თოთხმეტი მგელი გაუშვეს იელოუსთოუნის ნაციონალურ პარკში (Yellowstone Narional Park). მკვლევრები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ეს რადიკალურად შეცვლიდა პარკის ეკოსისტემას. ამ ადგილზე 70 წლის განმავლობაში მგლები არ ბინადრობდნენ. პარკში ცხოვრობდა უამრავი ირემი, რომელიც წლების განმავლობაში უკონტროლოდ მრავლდებოდა ( ადამიანების მცდელობამ, ირმების კონტროლისა და პოპლულარიზაციის მხრივ, ეკოლოგია დააზარალა), მათ ზიანი მიაყენეს ფლორას. 

Zooclub

უდავოა, 14 მგელს არ შეეძლო გაენადგურებინა ყველა ირემი, თუმცა, მტაცებლებმა აიძულეს პარკის ბინადრებს ფრთხილად შეერჩიათ საძოვარი ადგილები და გასცლოდნენ გარკევულ ტერიტორიებს. ირმებისგან გათავისუფლებულ ადგილებზე გამრავლება დაიწყო სხვადასხვა სახეობის მცენარემ. 6 წლის
განმავლობაში ხეების რაოდენობამ მოიმატა ხუთჯერ.
ამასთანავე, გაჩდნენ თახვები, რომლებიც ხით იკვებებიან და აშენებენ მიწის ფუღუროებს.
წყლასაცავებში მომრავლდენ იხვები და თევზები. მგლებმა შეძლეს შეემცირებინათ ტურების რაოდენობა, რაც გახდა კურდღლებისა და თაგვების გაჩენის მიზეზი, ასევე გამრავლდა ქორი, სინდიოფალა და მელია. 

ნაციონალურ პარკში მივიდნენ დათვებიც, რომლებიც მგლის საკვების ნარჩენებით იკვებებოდნენ. ამასთანავე, გამრავლება  კენკროვანმა მცენარეებმაც დაიწყო.

Zooclub

ყველას გასაკვირად, მგლების პაკრში გამრავლებით მდინარეების კალაპოტი შეიცვალა. შემცირდა ტბისა და მდინარეების სანაპიროებზე ეროზია. ყოველივე ამის მიზეზი იყო მგლების ზემოქმედება ირმებზე, რადგან ეკოსისტემამ დაიწყო დადებითი ცვლილებები. ( სანაპიროზე გაიზარდა ხეები, ასევე გამრავლდა ბალახიც.) შეიცვალა პარკის გეოგრაფიაც. ყოველივე ეს დამსახურებაა თოთხმეტი მგლისა, რომელიც იელოუსთოუნის ნაციონალურ პარკში დაახლოებით 13 წელია ბინადრობს.

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ:

ვალენსიის ბიოპარკი - პატარა სამოთხე დედამიწაზე

საოცარი მოგზაურობა მელიების სამეფოში

ფოტოგრაფის მიერ გადაღებული საშინელი სიმართლე
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?