უნიკალური კადრები - ფოტოგრაფმა გააფთრებული ლომი თავდასხმამდე წამით ადრე გადაიღო
უნიკალური კადრები - ფოტოგრაფმა გააფთრებული ლომი თავდასხმამდე წამით ადრე გადაიღო
პროფესიონალმა ფოტოგრაფმა ატიფ საიდმა, რომლის ინტერესი ველური ბუნებაა, საოცარი კადრები გადაიღო. მან თავდასხმამდე სულ ერთი წამით ადრე გააფთრებული ლომის მზერის დაჭერა შეძლო. ამ ფოტოს გადაღებისთანავე, ცხოველი მას თავს დაესხა. ეს საფარა-პარკში, ლახორასთან (პაკისტანი) ახლოს მოხდა.

საიდის თქმით, იგი თავისი ჯიპიდან გადმოვიდა, რომ გრაციოზული ცხოველის რამოდენიმე კადრი გადაეღო.

"მე გავიფიქრე, რომ ასე შევძლებდი საუკეთესო მხრიდან მომეხდინა ლომის ხასიათის დემონსტრირება", - ასე ხსნის საიდი თავის გადაწყვეტილებას.

ფოტოგრაფი არ აპირებდა ცხოველთა მეფის ყურადღების მიქცევას, მაგრამ ფოტოკამერის გადაღების დროს ჩხაკუნმა, როგორც ჩანს, ეს მის მაგიერ
გააკეთა.

Zooclub

"ლომი მომიახლოვდა და 3 მეტრის დაშორებაზე გაჩერდა. მოვასწარი მისი გადაღება თავდასხმამდე. ჩემი გადარჩენა იმდენად
წარმოუდგენელი იყო, ამ წუთამდე მეც არ მჯერა. გამართლება იყო, რომ უკან ჯიპში ჩაჯდომა მოვასწარი", - მოგვითხრობს საიდი.

"მის წინ ვიჯექი. მანქანის კარი ღია იყო. ვფიქრობ, რომ იგი მე ისე მათვალიერებდა, როგორც თავის მსხვერპლს. მაშინ ამან გამართო, მაგრამ ახლა, როდესაც ამ შემთხვევას ვიხსენებ არ მგონია, რომ ამის გამეორებას კიდევ შევძლებდი. ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთთან. ეს არანორმალურად მჭიდრო კონტაქტი იყო. ყველაფერი წამებში მოხდა: ლომი ჩემკენ გადმოხტა, მე კი საოცრების წყალობით, ჯიპში კვლავ ჩაჯდომა შევძელი".

Zooclub
gia
გააფთრებული ლომი უფრო მაგარია თუ გაკატებული ვეფხვი და გაძაღლებულ მგელი?
dato
რამხელა სისულელეა. 3 მეტრში იდგა და გადაურჩა ხო? :))))))))))))).
teona
მარტო თავი დადიოდა? :D :D
inga
რა ლამაზია....... მას ფოტოაპარატი იარაღი, ხოლო ფოტოგრაფი მონადირე ეგონა და თავს იცავდა აბა სიკვდილს დალოდებოდა? ის ჩვენ არ გვაწუხებს, კარზე არ გვიკაკუნებს და არაფერს არ მოითხოვს ეს ჩვენ მივდივართ მასთან როგორც დაუპატიჟებელი სტუმრები და შედეგიც ადეკვატურია, იგი ცხოველთა მეფეა და ის გარემო სადაც მყუდროებას უფრთხობენ მისი სამყაროა.
mamuka
ჩემი აზრითაც მონტაჟია. ფოტოგრაფი არ ვარ, მაგრამ ეს რომ რეალური სურათი იყოს, ფაქტობრივად გამოდის რომ გადაღებულია დაბალი სიმაღლიდან, ანუ ფოტოგრაფი ლომს წინ ჩაუჯდა და ისე გადაუღო ფოტო. ლომიც პირდაპირ ფოტოს ობიექტივს უყურებს...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?