"სინდისის საჩუქარი" - ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ანუ დაფიქრდი, სანამ აიყვან - თუ აიყვან, ნუ მიატოვებ (+ვიდეო)
"სინდისის საჩუქარი" - ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ანუ დაფიქრდი, სანამ აიყვან - თუ აიყვან, ნუ მიატოვებ (+ვიდეო)
DeadLens Pictures-მა გამოუშვა მოკლემეტრაჟიანი ფილმი,  სახელწოდებით "საჩუქარი".
ამ მოკლემეტრაჟიან უნგრულ ფილმს საერთაშორისო წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. იგი მხოლოდ 4 წუთს გრძელდება, მაგრამ მაყურებლის ყურაღებას მთლიანად იპყრობს.

ფილმის მთავარი გმირი პატარა წითური გოგონაა. მის გარშემო მომხდარი მოვლენები მაყურებელს მეტად აღელვებს, რადგან ის ძალიან პატარა და დაუცველია. ინტერესი იმისა, თუ რა ბედი ეწევა გოგონას მის ახალ ოჯახში ნელ-ნელა მატულობს.

ფილმი დღევანდელობის ულმობლობაზე და ადამიანის დაუდობლობაზეა. ის გვანახებს, თუ როგორ ბეზრდებათ ცოცხალი არსება ოჯახში და როგორ იქცევა ის ტვირთად. მაყურებელს გულს სტკენს, აოცებს და აბრაზებს კიდეც მისი მშობლების წარმოუდგენელი
უსულგულობა. ეს დღესდღეობით სოციუმის დიდი პრობლემაა.

ფილმში პარალელია გავლებული ადამიანების დამოკიდებულებაზე თავიანთ მოძმეებსა და ცხოველების
მიმართ. რომ არ აქვს მნიშვნელობა - თუ შენ იჩენ სისასტიკეს ცხოველისადმი, მაშინ იმავეს გააკეთებ ადამიანების მიმართაც. ეს ფილმი ცხოველებისადმი სისასტიკის ჩვენებაა.

ეს ფილმი ბევრი ადამიანის გულს გამოეხმაურება, ბევრ ადამიანს უჩვენებს სწორ გზას, დაიცავს მცდარი ნაბიჯისგან, არ მისცემს უფლებას, ზიანი მიაყენოს სხვას, ამ პატარა გოგონასავით დაუცველ არსებას. ეს ფილმი ბევრის კითხვას გასცემს პასუხს.

იდეა ნოემბერში წამოიშვა, როდესაც პროდიუსერის ყურადღება ძაღლების პრობლემამ მიიპყრო. მისი აზრით, თუ ბავშვობიდანვე შთააგონებენ ადამიანს ცხოველების სიყვარულს და გაფრთხილებას, ბევრად უკეთესი იქნება მისი პიროვნებისთვის და საერთოდ, საზოგადოებისთვის. ამაში მშობლებს დიდი წვლილი მიუძღვით.

ფილმზე პატარა ჯგუფი მუშაობდა, ეხმარებოდნენ მეგობრები და ნაცნობები. მათმა თავდაუზოგავმა მუშაობამ დიდი შედეგი გამოიღო. ფილმი არაჩვეულებრივი გამოვიდა. ის ზუსტად და ძალიან მძაფრად ასახავს იმ განცდას, რაც ნებისმიერი ერთგული სულიერის ღალატსა და მიტოვებას ახლავს. ფილმის ყურების შემდეგ მაყურებელი თავად მწარედ გრძნობს ამ მარტოობას და მოახლოებულ გარდაუვალ დაღუპვას იმედების, ცხოველის, ადამიანისაც კი...

მთავარი ამ სამყაროში სიყვარულია და ერთმანეთის ერთგულება! - მხოლოდ ეს არის ჩვენი გადარჩენა!

ამ უმძიმეს და უზუსტეს მოკლემეტრაჟიან ფილმთან სიტყვები ზედმეტია. მიხვდებით, როდესაც თავად ნახავთ!

უბრალოდ, ნახეთ ეს... განიცადეთ... მიიღეთ... და... გვიყვარდეს...

იხილეთ ვიდეო




კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?