გმირი ცხოველები, რომლებმაც ადამიანები დაღუპვას გადაარჩინეს.
გმირი ცხოველები, რომლებმაც ადამიანები დაღუპვას გადაარჩინეს.
ინტერნეტში უამრავი ისტორია არსებობს ცხოველებზე, რომლებმაც ადამიანები სიკვდილს გადაარჩინეს. ამ ცხოველების უმეტესობა თავშესაფრიდან არის აყვანილი. ზოგჯერ შინაური ბინადრები ადამიანებს სიკეთეს სიკეთით უხდიან ისე, როგორც ეს მათ შეუძლიათ.


Zooclub

პიტბული კილო

დილის სირბილის შემდეგ სახლში მისულმა ჯასტინ ბეკერმა და მისმა მეგობარმა კარზე კაკუნი გაიგეს. მათთან სახლში მიტანის სამსახურის თანამშრომლის ფორმაში გამოწყობილი ადამიანი მივიდა, რომელმაც უთხრა, რომ სკანერი დაუზიანდა და სთხოვა, სახლში შეეშვათ, რომ მათი კალმით ესარგებლა და ამანათი გადაეცა.
როგორც კი ახალგაზრდა კაცმა ზღურბლს გადააბიჯა, ბინის მცხოვრებლები მიხვდნენ, რომ ეს ყაჩაღობა იყო.
უეცრად,
სულ რაღაც წამებში, ფიქრის შემდეგ პიტბული კილო პისტოლეტით შეიარაღებულ ყაჩაღს თავს დაესხა. მამაკაცმა მოასწრო და
12 წლის პიტბულს ტყვია თავში ესროლა, თუმცა, ძაღლის თავის ქალამ ტყვია აისხლიტა და კისრის არედან გამოვიდა გარეთ ისე, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები არ დააზიანა. სამედიცინო დახმარების შემდეგ კილო 3 დღეში უკვე ქუჩაში სეირნობდა.


Zooclub

შინაური ღორი ლულუ

როდესაც ჯოან ალტსმანმა გულის შეტევა მიიღო, იგი მოცელილივით დაეცა იატაკზე. ეს სურათი შინაურმა ღიპიანმა ღორმა, ლულუმ დაინახა. ლულუ ქუჩაში გაიქცა, რის შემდეგაც პირდაპირ სავალ ნაწილზე გადავიდა. იგი მოძრაობის შეჩერებას ცდილობდა. უკმაყოფილო მძღოლებს შორის აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ღორს სახლში გაჰყვა და იატაკზე ჯოანი აღმოაჩინა. ქალბატონი საავადმყოფოში დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი.


Zooclub

გერმანული ნაგაზი ბადი

ჯო სტალნეკერმა ბადი 8 თვის აიყვანა. როდესაც ჯოს სასუნთქი გზების პრობლემის გამო, შეტევები გაუხშირდა, მან ძაღლს ტელეფონზე 911-ის აკრეფაც კი ასწავლა. ბადიმ დაიმახსოვრა, რომ თუ ჯო გონებას დაკარგავდა და ვერ გამოიძახებდა სამაშველო ჯგუფს, მაშინ ღილაკზე კბილებით სწრაფად დაჭერით, თვითონ უნდა გამოეძახებინა სასწრაფო.
2008 წელს სამაშველო სამსახურში შემოვიდა ზარი, მაგრამ ხაზის მეორე მხარეს არავინ ლაპარაკობდა, ისმოდა მხოლოდ ვიღაცის ხმამაღალი ყმუილი და წკმუტუნი. მედიკოსები შემთხვევის ადგილას 2 წუთში მივიდნენ და ჯო სტალნეკერი საკუთარი სახლის იატაკზე უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. ორიოდე დღის შემდეგ, ჯო სასწრაფოდან გამოეწერა. ასე გადაარჩნა პატრონი მეგობარმა ბადიმ.


Zooclub

თუთიყუში ვილი

ორი წლის ჰანა კუსკი დაიხრჩობოდა, თუთიყუში ვილი რომ არ ყოფილიყო ახლოს.
მეგან გოვარდი ბავშვის ძიძა და თუთიყუშის პატრონია. მან ნამცხვარი მოამზადა, დადგა მაგიდაზე გასაგრილებლად და საპირფარეშოში გავიდა. იქ მას უეცრად თუთიყუშის ხმამაღალი ყვირილი მოესმა. "დედა! პატარა! დედა! პატარა!" როდესაც მეგანი სამზარეულოში გაიქცა, ნახა ოდნავ მოკბეჩილი ნამცხვარი და ტუჩებდალურჯებული ჰანა, რომელსაც ნამცხვარი სასულეში გადასცდა. გოგონა კინაღამ დაიხრჩო, მაგრამ მეგანმა უცებ ჩაუტარა ხელოვნური სუნთქვა და პატარამ ნამცხვარის ნაჭერი თავად ამოახველა.
თუთიყუში ვილი ადგილობრივი წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ ჯილდოზე იქნა წარდგენილი.



nini
ძაან მაგარი ისტორიებია,თანდათან ვრწმუნდები რო თუთიყუშები არც ისე მექანიკურად იმეორებენ ნასწავლ სიტყვებს,აზროვნებენ აშკარად,საყვარელი ვილი,დაიმსახურა ჯილდო:)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?