მეცნიერებმა "მინი დრაკონის" სახეობა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა  "მინი დრაკონის" სახეობა აღმოაჩინეს
"მეცნიერებმა სამხრეთ ამერიკის მთიან ტყეებში აქამდე უცნობი სამი სახეობის ხვლიკი აღმოაჩინეს. ამ სახეობებს "დრაკონი" უწოდეს, რადგან ისინი მიამსგავსეს მითიურ ცეცხლისმფრქვეველ დრაკონს",- აქვეყნებს გამოცემა "Zookeys"-ი.

"ჩვენთვის მხოლოდ ამ ხვლიკების 7 სახეობა იყო ცნობილი, ხოლო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღმოვაჩინეთ დრაკონის მაგვარი ხვლიკების კიდევ რამდენიმე სახეობა. ამ ფაქტს აუცილებლად უნდა მიექცეს ყუარდღება ხელისუფლებისა და ბუნების მოყვარულთა მხრიდან."- ამბობს ომარ ოტირესი-კარავაჯი, რომელიც მუშაობს ეკვადორის კათოლიკურ უნივერსიტეტში.

Zooclub

ტორესმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს ხვლიკის უცნობი სახეობა პერუს საზღვართან მდებარე ტყეებში. ეს იყო რამდენიმე უცხო შეფერილობის
"მინი დრაკონი". ბიოლოგებმა სცადეს გამოეკვლიათ და შეედარებინათ ეს სახეობები, მათი შეფერილობითა და დნმ-ის სტრუქტურით ანალოგიურ
უკვე ცნობილ ხვლიკის სახეობებთან, რომელიც უნივერსიტეტის მუზეუმში ინახებოდა.

გაირკვა, რომ ნაპოვნი ხვლიკები მიეკუთვნებიან ძველად აღმოჩენილ სახეობებს. ამ რეპტილიებს ეწოდათ იმ ადგილის სახელი, სადაც მკვლევრებმა ეს ხვლიკები იპოვეს (Enyalioides altotambo), (Enyalioides anisolepis), (Enyalioides sophiarothschildae). დღევანდელი მონაცემებით, ამ სახეობების რაოდენობა გაიზარდა 12-დან 15-მდე.

ასევე იხილეთ:

რა ხდება წელიწადში მხოლოდ ერთხელ ალასკის ტყეში?

ისტორიაში პირველად, ოპერატორებმა ზღვის ეშმაკი გადაიღეს

მეცნიერების დასკვნა- ქათამი ფრინველი არ არის, ის დინოზავრია

davit
ნეტა გამრავლდნენ და შეგვჭამონ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?