რას ხედავენ კატები, ძაღლები და სხვა ცხოველები ისეთს, რაც ადამიანისთვის უხილავია?
რას ხედავენ კატები, ძაღლები და სხვა ცხოველები ისეთს, რაც ადამიანისთვის უხილავია?
ოდესმე გიგრძვნიათ, რომ თქვენი კატა ან ძაღლი ხედავს იმას, რასაც თქვენ ვერ ხედავთ? თუ კი, იცოდეთ, რომ ეს არ მოგჩვენებიათ.

მკვლევრების თქმით, ძაღლები, კატები და სხვა ძუძუმწოვრები ულტრაიისფერ სინათლეს ხედავენ.

სამყაროს დანახვა ულტრაიისფერში

ადამიანებს აქვთ თვალის საფარზე სპეციალურად დამცავი ბადე, რომელიც ბლოკავს ულტრაიისფერს. ამ დრომდე სპეციალისტები თვლიდნენ, რომ ცხოველებსაც ჰქონდათ მსგავსი დამცავი ბადე, თუმცა, ბოლო კვლევებით გაირკვა, რომ ეს ასე არ არის.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს კატის, ძაღლის, მაიმუნის, ზღარბის, პანდისა და ქრცვინის თვალის ბადურა. მათ დაინახეს, რამდენად დიდი სინათლის სხივი აღწევს ამ ცხოველების
თვალებში. ცდებმა აჩვენა, რომ ულტრაიისფერი სინათლე ყველა ცხოველის თვალის ბადურაში ერთნაირად არ ხვდება, რადგან ამ
ცხოველებს ერთმანეთისგან განსხვავებული თვალის საფარი აქვთ.

"არავის არასოდეს უფიქრია, რომ ეს ცხოველები სამყაროს ულტრაიისფერში ხედავენ, თუმცა, გაირკვა, რომ რეალურად ასეა."- ამბობს რონ დუგლასი, ბიოლოგი და კვლევის ხელმძღვანელი LiveScience-ის ლონდონის უნივერსიტეტიდან.

რა დადებითი მხარე აქვს ულტრაიისფერ ხედვას ჩრდილოეთის ირმისთვის, მღრღნელისთვის და სხვა ძუძუმწოვრებისთვის? ეს საშუალებას აძლევს მაგალითად, ჩრდილოეთის ირემს, დაინახოს თეთრი დათვი, რომელიც შესაძლოა, სინათლეში ვერ შენიშნოს, რადგან ისინი თოვლში შეუმჩნევლები ხდებიან.

კიდევ რისთვის  ეხმარება ცხოველებს ულტრაიისფერი სხივები?

ძუძუმწოვრებს ულტრაიისფერი შარდის კვალის დანახვაშიც ეხმარებათ. ისეთი ცხოველებისთვის, როგორებიც არიან კატები და ძაღლები, იოლი ხდება უცხო ადგილას საკვების მონადირება.


ასევე იხილეთ:

რატომ უყვარს ადამიანს კატა?

რატომ მიყურებს ჩემი კატა თვალებში

ძაღლს შეუძლია იწინასწარმეტყველოს პატრონის ქმედება

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?