ძვირადღირებული საჩუქრები ცხოველებისთვის
ძვირადღირებული საჩუქრები ცხოველებისთვის
ზოგიერთი ადამიანი აკრიტიკებს და ურჩევს, თანხები დახარჯონ ქველმოქმედებაში, ზოგიერთი აღფრთოვანებულია მათი საქციელით. ყოველივე ეს ეხებათ იმ ცხოველების პატრონებს, რომლებიც თავის ბინადრებს ძვირადღირებულ ნივთებს ჩუქნიან.

მინიატურული Lamborghini

უნცაური საჩუქარი გაუკეთა კანადელმა დიჯეი Deadmau5-მა თავის კატას. მან ოთხფეხა მეგობრისთვის შეიძინა პატარა Lamborghini. კატა პატრონის დახმარებით, რომელიც მანქანს პულტით მართავს, გადაადგილდება თავისი "ავტომობილით". 

არ გეგონოთ ეს სათამაშო Lamborghini იგივე ფასი ღირდეს, რაც ნამდვილი. Ebey -ზე მისი ღირებულება 300 დოლარია.

Zooclub

Apple-ის ოქროს საათი

ვან სიცუნი ჩინელი მილიარდელის ვანა ცზანლინას შვილია. მან მართლაც, რომ არ დაიშურა თავისი ძაღლისთვის
ძვირადღირებული საჩუქრის შეძენა.

პატრონმა საყვარელი ბინადრისთვის ორი Apple-ის ოქროს საათი შეიძინა. თავიდან სიცუნს სურდა, მხოლოდ
ერთი საათის ყიდვა, თუმცა, შემდეგ იფიქრა, რომ ეს ვულგარული იქნებოდა და მეორე საათიც შეიძინა. ამ საათის ღირებულება ჩინეთში 14 ათასი დოლარია. რამდენად გაუხარდა ძაღლს პატრონის მირთმეული საჩუქარი დასკვნა ფოტოდან თავად გამოიტანეთ.

Zooclub

შავი ხიზილალა

არა მხოლოდ მილიონერებს, არამედ საშუალო ფენის ადამიანებსაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს გემრიელი საკვებით გაუმასპინძლდნენ საყვარელ ბინადრებს. მოსკოვში მცხოვრებმა იულია ალფეროვამ სოციალურ ქსელში განათავსა თავისი კნუტის ფოტო, რომელიც შავ ხიზილალას მიირთმევს. მოსკოვში ამ დელიკატესის ფასი 10-13 ათასი მანეთია, რაც რუსეთის უმეტეს რეგიონში საშუალო ხელფასია. ალბათ, სწორედ ამიტომ მოყვა ფოტოს უამრავი უარყოფითი კომენტარი.

Zooclub

ასევე იხილეთ:

10 ყველაზე ძვირადღირებული ცხენი მსოფლიოში

5 ყველაზე ძვირადღირებული ჯიშის ძაღლი საქართველოში

ყველაზე ძვირადღირებული ძაღლის საბმელი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?