გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, ვინ შეიფარა შვლის ნუკრები, როდესაც მათ დედა მოუკვდათ (+ვიდეო)
გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, ვინ შეიფარა შვლის ნუკრები, როდესაც მათ დედა მოუკვდათ (+ვიდეო)
ადამიანი, რომელსაც ცხოველებზე გული შესტკივა, ყოველთვის მზადაა მათ დასახმარებლად. ნორვეგიაში ცნობილმა მონადირემ ჰალვორ სინმა ორი პატარა შვლის ნუკრი აიყვანა მას შემდეგ, რაც მათ დედა დაეღუპათ. შველი შემთხვევით ღობეს დაეჯახა და ხერხემლის ძვლები დაიზიანა. სინმა შეამჩნია, რომ მას რძე სდიოდა, სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა, მოეძებნა მისი შვილები.

მონადირემ მათზე მზრუნველობა გადაწყვიტა. ისინი სახლში წაიყვანა და ყველანაირი პირობა შეუქმნა, რათა დედის გარეშე ყოფნა იოლი ყოფილიყო პატარა არსებებისთვის.

ორივე შვლის ნუკრს სინის ოთახში, მისი საწოლის გვერდით სძინავთ, ი
სინი რძით იკვებებიან დღეში ოთხჯერ და სეირნობენ მინდორში.

სინი ხუმრობით ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ეს პატ
არა არსებები მიიყვანა სახლში, შვლის ხორცის გახსენებაც არ უნდა.

მონადირემ მათ სახელებიც დაარქვა - ნოლი და თოლი. არა მარტო სინი, არამედ მისი ძაღლიც მზრუნველობით გამოირჩევა პატარა ცხოველების მიმართ.

როდესაც ნოლი და თოლი გაიზრდებიან, სინი მათ ველურ ბუნებაში დაბრუნებას გეგმავს.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

სპილო შვილის გადარჩენას ცდილობს

სხვადახვა სახეობის ცხოველი და მათი ერთი მშობელი

პატარა კოალა ნაავარიევ დედას ოპერაციის დროსაც არ ტოვებდა და გულზე ეხუტებოდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?