ეს ადამიანი სამი წლის განმავლობაში მკურნალობდა ნიანგს, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი გახდა.. (+ვიდეო)
ეს ადამიანი სამი წლის განმავლობაში მკურნალობდა ნიანგს, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი გახდა.. (+ვიდეო)
რა იცით ნიანგების შესახებ? რა თქმა უნდა, ის, რომ დაუნდობელი მტაცებელია, რომელსაც არ აქვს სიბრალულის გრძნობა. კიდევ მათ ძალიან ძლიერი კბენა შეუძლიათ. თუ თქვენი ხელი ნიანგის ყბებში მოხვდა, ვერაფრით ვეღარ დაიხსნით თავს. კიდევ თვლიან, რომ ნიანგებს არ გააჩნიათ ემოციები და არ შეუძლიათ მიჩვევა. ბევრი ადამიანი ცდილობდა მოეშინაურებინა ნიანგი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ახერხებდა კონტაქტში შესვლას და ადრე თუ გვიან მტაცებლის ინსტიქტი მაინც თავისას აკეთებდა. ამიტომ ეს ისტორია კიდევ უფრო საოცარია.

ბიჭი, სახელად ჩიტო ყოველთვის ეხმარებოდა ცხოველებს, რადგან ბუნებასთან ძლიერ კავშირს გრძნობდა. ერთხელ მან
პატარა დაჭრილი ნიანგი იპოვა და გადაწყვიტა მისთვის ემკურნალა. 3 წელი მოანდომა. ჩიტომ სასურველს მიაღწია. მას
შემდეგ 20 წელი გავიდა, მაგრამ გიგანტურ ნიანგს, რომელსაც პოჩო დაარქვეს, ჯერ კიდევ უყვარს ჩიტო და ყოველთვის უხარია მისი ნახვა.

"პოჩო არ მკბენს, რადგან პატივს მცემს. მას ძალიან უყვარს, როდესაც მასთან შევდივარ წყალში და ვენატრები, თუ დიდხანს არ მივდივარ…", - ამბობს ჩიტო.

სამწუხაროდ, პოჩო სიბერით დაიღუპა. ის ადამიანივით დაკრძალეს. ჩიტოსთვის ეს დიდი დარტყმა იყო, მაგრამ ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ის მუდამ შეინარჩუნებს იმ საოცარ გრძნობას, რომელიც ადამიანსა და ცივსისხლიან რეპტილიას შორის დაიბადა.

იხილეთ ვიდეო


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?