ეს სპილო 50 წელი ჯაჭვით დაბმული ჰყავდათ, ის ერთი წელია თავისუფალია
ეს სპილო 50 წელი  ჯაჭვით დაბმული ჰყავდათ, ის ერთი წელია  თავისუფალია
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მოგიყევით ამბავი ინდური სპილო რეჯის შესახებ, იგი პატარაობიდანვე პატრონს ჯაჭვით მიბმული ჰყავდა.  

(ინდურმა სპილომ 50-წლიანი მონობიდან გათავისუფლების შემდეგ იტირა)

2014 წელს რეჯი გარეულ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ გადაარჩინა. პატრონთან ცხოვრების განმავლობაში სპილო ქალაქის ქუჩებში ჯაჭვით დაყავდათ. მისი მოვალეობა გამვლელებისთვის მუხლის მოყრა და თავის დახრა იყო. ასე მისი მფლობელი ფულს შოულობდა იმ დრომდე, სანამ ცხოველი არ ჩამოართვეს. 

პატრონი 50 წლის განმავლობაში არც მის კვებაზე ზრუნავდა. შიმშილს დროს ცხოველი ქუჩაში ნაგვის ნარჩენებით იკვებებოდა.

50-წლიანი მონობის შემდეგ, როდესაც
რეჯის ჯაჭვები მოხსნეს და თავისფლება იგრძნო, სიხარულისგან ატირდა.

ზუსტად ერთი წლის წინ მისმა ისტორიამ მსოფლიო
აალაპარაკა, ის წამყვანი გაზეთების, ტელევიზიის და ინტერნეტ პორტალების მთავარი თემის გმირი გახდა. 

"რეჯის 24 საათის განმავლობაში ჯაჭვით ჰქონდა ფეხები შეკრული. ჯაჭვი საშუალებას აძლევდა, მხოლოდ პატარა ნაბიჯები გადაედგა, ეს მის მოძრაობას ძალიან უშლიდა ხელს. გათავისუფლებისას, მომსწრენი გავხდით, როგორ ტიროდა საცოდავი ცხოველი. ის ძალიან დათრგუნული იყო. "- ამბობს ცხოველთა დახმარების ორგანიზაციის თანამშრომელი.

უგულო პატრონთან განშორების შემდეგ, ინდურმა სპილომ ახალი ცხოვრება დაიწყო. რეჯი სპოლოების თავშესაფარში წაიყავნეს, რადგან გარეულ ბუნებაში ის ვერ იცხოვრებდა. სპილოს დღეს უზრუნველი ცხოვრება აქვს. მას აღარ მოუწვს ნაგავში საკვების ძებნა, ჯაჭვით სიარული და გამვლელებისთვის მოწყალების თხოვნა. მეტიც, ყველა პირობა აქვს იმისათვის, რომ ბედნიერი იყოს.

Zooclub

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთი წელი გავიდა, რაც სპილო მონობიდან გაათავისუფლეს, სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით, მომვლელებმა რეჯის უზარმაზარი ტორტი გაუკეთეს. დღეს უკვე ბედნიერი ცხოველი მილოცვებს ერთგული ადამიანებისგან იღებდა.

Zooclub

რეჯის გაუმართლა, თუმცა, არაერთი სპილო იტანჯება მონობაში. ისინი მთელ ცხოვრებას ჯაჭვით მიბმულნი ატარებენ და ადამიანების მონობაში ასრულებენ სიცოცხლეს.

ასევე იხილეთ:

რატომ არ უნდა დააბათ ძაღლი

ძაღლის, სახელად ჯუდი, უმძიმესი ისტორია საოცრად ბედნიერი დასასრულით

მოპარული ძაღლი პატრონებმა ერთი წლის შემდეგ საშინელ მდგომარეობაში იპოვეს

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?