მეცნიერებმა გაარკვიეს, სინამდვილეში როგორ კლავს მახრჩობელა გველი მსხვერპლს
მეცნიერებმა გაარკვიეს, სინამდვილეში როგორ კლავს მახრჩობელა გველი მსხვერპლს
სამსახურში მისული თანამშრომლები ყოველ დღე აკვირდებიან საცდელ ცხოველებს, რაღაცას ზომავენ, იწერენ - რა უნდა იყოს ამაზე მოსაწყენი?

თუმცა, ცხოველებზე დაკვირვება ზოგჯერ მთლიანად ატრიალებს მეცნიერების მიერ უკვე ჩამოყალიბებულ შეხედულებებს სამყაროზე.

გავრცელებული შეხედულება იმის შესახებ, რომ ჩვეულებრივი მახრჩობელა გველი მსხვერპლის დაჭერისთანავე მას ახრჩობს, არასწორი აღმოჩნდა. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ სინადვილეში გველი ძლიერად აწვება მხვერპლის სხეულს, უკეტავს სისხლის მიმოქცევას სიცოცხლისთვის მნიშნელოვან ორგანოებთან. ამ დასკვნამდე დიკენსოსნის (პენსილვანია, აშშ) კოლეჯის მეცნიერები მივიდნენ.

სკოტ ბობეკი, რომელიც ხერხემლიანებს შეისწავლის, აღნიშნავს, რომ სისხლის მიმოქცევის შეჩერება მოკვლის ბევრად ეფექტური და უსაფრთხო მეთოდია.

"მსხვერპლის
გულს არ ყოფნის ძალა და ვერ უძალიანდება დაწოლას", - ამბობს ბობეკი.

ზოოლოგების ჯგუფი მახრჩობელა გველებს
1994 წლიდან შეისწავლის. მაშინ მეცნიერები ექსპერიმენტებს ნარკოზში მყოფ ცოცხალ ვირთხებზე ატარებდნენ. მღრღნელებს უზომავდნენ არტერიულ წნევასა და ცვლილებას გულის აქტიურობის დროს. ვირთხების სხეულში ჩანერგილმა მოწყობილობამ საშუალება მისცა მეცნიერებს ზუსტად დაედგინათ სიკვდილის დრო. მიღებულმა მონაცემებმა დაადასტურა ის, რომ მახრჩობელა გველების მსხვერპლი დახრჩობით იღუპება. თუმცა, ბოლო გამოკვლევის შედეგების მიხედვით სიკვდილის მიზეზი სისხლის მიმოქცევის შეჩერებაა.

როგორც კი სისხლის მიმოქცევა ირღვევა, ნელდება მეტაბოლიზმი სიცოცხლისთვის აუცილებელ ისეთ ორგანოებში, როგორებიცაა ღვიძლი, გული და ტვინი. ამას მალე გამოყავს მსხვერპლი წყობიდან.

ზოოლოგების აზრს სხვა სპეციალისტებიც იზიარებენ. პოლ როზოლი ბოლო 10 წლის მანძილზე ანაკონდებთან მუშაობდა. ის აცხადებს, რომ ბობეკის ჯგუფის დასკვნა ახლოსაა ჭეშმარიტებასთან.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს მეცნიერები ბობეკის გუნდიდან თვლიდნენ, რომ მახრჩობელა გველი ახრჩობს მსხვერპლს, თუმცა, გრძნობს მის გულისცემას და მხოლოდ მაშინ ანებებს თავს, როდესაც პულსი ქრება.

maash
აქამდე რა ეგონათ ნეტა? მახრჩობელა გველი ახრჩობს მსხვერპლს :) მართლა?
marina-s
მაგ დროს გველს თავი რომ მოაჭრა, მაშინ რაღა იქნება?
marina
რომ გადასერო დანით მახჩობელა,ხომ შესუსტდება შემოჭერა ,რა იკნება მაშინ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?