იშვიათი ცხოველები იშვიათად მრავლდებიან
იშვიათი ცხოველები იშვიათად მრავლდებიან
ყველა ზოოპარკს არ შეუძლია შეინახოს იშვიათი ცხოველი. ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი თანხა და კვალიფიციური ექსპერტების  შესაბამი მოვლის უზრუნველყოფა.

ასე მაგალითად, პანდები, რომლებიც ედინბურგის ზოოპარკში ჰყავთ ჩინეთის ხელისუფლების მიერ დროებით არიან გაცემულნი, ამასთან, უწევთ გამოყონ საკმაოდ დიდი თანხა - წყვილი დაახლოებით მილიონი დოლარის ფასად წელიწადში.


ზოოპარკების მხარდამჭერი საზოგადოების თავმჯდომარემ ინგმარ  ლიდაკამ ლატვიაში განაცხადა, რომ ზოოლოგები ერთიანი ძალებით თავდაუზოგავად ცდილობენ შეინარჩუნონ ცხოველების ის სახეობები, რომლებსაც გადაშენება ემუქრებათ.

ედინბურგის ზოოპარკში მცხოვრები პანდები სულ მალე გამრავლდებიან, მაგრამ მათი ბელი ჩინეთის კუთვნილება იქნება.

ეს პანდები იშვიათი ჯიშების გამრავლების პროგრამაში მონაწილეობენ.
ამის გამო, იშვიათი სახეობების გაყიდვა დაუშვებელია, ხორციელდება მხოლოდ გაცვლა, ანუ უბრალოდ გაიცემა მითითება, რომ ესა
თუ ის ჯიში გადაიყვანონ ამა თუ იმ ზოოპარკში გამრავლების პროგრამის რეალიზაციისთვის.

ასეთ შემთხვევაში ზოგჯერ ხდება შესაფერისი მეწყვილის შერჩევა და ეს საკმაოდ რთულია. მაგალითად, რიგის ზოოპარკში ჰყავდათ ძალიან ძვირფასი ძუ, რომელიც საჭიროებდა ხვადის შერჩევას. ესტონეთიდან ჩამოყვანილი ხვადი ალბათ ზედმეტად ნელი იყო, ამიტომ არაფერი გამოვიდა, ჩაუყვანეს ლიტვიდან, ასევე არაფერი გამოვიდა, სამწუხაროდ, ეს ძუ ვეფხვი ახლაც წყვილის გარეშეა.

რიგის ზოოპარკში არ არიან პანდები, რადგან ზოოპარკის საერთო ბიუჯეტი 2 მილიონ დოლარზე ოდნავ მეტს შეადგენს. თუმცა, ყველა ზოოპარკს თავისი პრიორიტეტები აქვს. რიგის ზოოპარკში არ არის და ალბათ არც ივლიან ბიზონები, რადგან 16 ჰექტარი ეს საკმაოდ პატარა ტერიტორიაა. მაგრამ იქ შესანიშნავ პირობებში ჰყავთ ჟირაფები, რაც ევროპაში აღიარებულია. მათ ასევე აქვთ ძალიან კარგი ტროპიკული სახლი, სადაც ძალიან კარგად მრავლდებიან გადაშენების პირას მყოფი იშვიათი სახეობის ტროპიკული ამფიბიები. მათი გამრავლება დიდი ხნის მანძილზე შეუძლებლად ითვლებოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი შესანიშნავადაა. ზოოპარკში ასევე არიან იაპონური ყანჩები და უამრავი სხვა სახეობა, რომლებიც გამრავლების პროგრამაში არიან ჩართულები.

ზამთარში ისევე, როგორც ზაფხულში ცხოველებს ზოოპარკებში დიდი ხელშეწყობა და განსაკუთრებული პირობები აქვთ. ეს არ არის სამხეცე, რომელიც წინა საუკუნეში არსებობდა, ეს არის ზოოპარკი, სადაც ცხოველების მოვლის სულ სხვა პრინციპებია. ახლა უკვე მათ ბუნებაში აღარ იჭერენ. ადრე იყვნენ სპეციალური დამჭერები, რომლებიც ამარაგებდნენ სამხეცეებს, ახლა უკვე პირიქით ხდება, ზოოპარკებში გამრავლებულ ცხოველებს ბუნებაში უშვებენ. ეს სრულიად ჩვეულებრივი პროცესია და მომავალში ის მეტად აქტიური იქნება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?