თურქეთი ცხოველებზე კოსმეტიკის ტესტირებას შეზღუდავს
თურქეთი ცხოველებზე კოსმეტიკის ტესტირებას შეზღუდავს
თურქეთში ახალი კანონი კრძალავს ცხოველებზე კოსმეტიკური ინგრედიენტების ან თავად პროდუქტის ნებისმიერ ტესტირებას იმ შემთხვევაში, თუ კვლევის ალტერნატიული მეთოდი უკვე არსებობს.

ეს აკრძალვა თურქეთის ფარმაციისა და სამედიცინო აღჭურვილობის მიერ იქნა დაწესებული. ის შესაბამისი ნორმატივებისა და შესწორებების გზით იქნა მიღებული და ოფიციალურ ბიულეტენად გასულ თვეს გამოქვეყნდა.

მასში ნათქვამია, რომ პროდუქტები, რომლებიც ცხოველებზე ცდების ჩატარებით იქნა მიღებული, აღარ არის ხელმისაწვდომი ქვეყნის ბაზარზე, თუ კი ეს ტესტირებები ჩატარებულია მას შემდეგ, რაც შესაბამისი ალტერნატიული მეთოდები უკვე დამტკიცებული იყო.

გარდა ამისა, შესწორება კრძალავს ბაზარზე იმ მზა
პროდუქციის განთავსებას, რომელიც ცხოველებზე იქნა ტესტირებული.

ცვლილებები ძალაში 15 იანვრიდან შევა.

საერთაშორისო მოძრაობა "ცხოველთა დაცვის საერთაშორისო საზოგადოების" ხელმძღვანელის, კლერ მენსფილდის თქმით, მოცემული აკრძალვით ჩანს, რომ თურქეთი ცდილობს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გაუმჯობესების მიზნით საკუთარი კანონები ევროკავშირის მოთხოვნებს მიუახლოვოს.

"გულდასაწყვეტია ის, რომ მათ ევროკავშირთან მთლიანად არ შეათანხმეს ეს ცვლილებები და არ მოახდინეს სრული აკრძალვა", - ამბობს ქალბატონი მენსფილდი.

აკრძალვა, რომელიც კოსმეტიკის ტესტირების შემცვლელ მეთოდებს ითვალისწინებს არ შეესაბამება ევროკავშირის წესებს. ევროკავშირი ცხოველებზე ტესტირებული ნებისმიერი პროდუქციის გამოტანას კრძალავს ბაზარზე ტესტირების ალტერნატიული მეთოდის სტატუსის მიუხედავად.

"მზა პროდუქციის აკრძალვას არ ექნება დიდი ეფექტი დაღუპული ცხოველების რაოდენობაზე, რადგან გამოკვლევების დიდი ნაწილი თავად კოსმეტიკურ პროდუქტზე ტარდება და არა მათ შემადგენელ ინგრედიენტებზე", - აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?