ამ დათვებს ტყვეობაში 20 წელი ამყოფებდნენ, მათ გაუსაძლის პირობებში უწევდათ ყოფნა (+ვიდეო)
ამ დათვებს ტყვეობაში 20 წელი ამყოფებდნენ, მათ გაუსაძლის პირობებში უწევდათ ყოფნა (+ვიდეო)
დათვებმა 20 წელი გაატარეს პატარა გალიებში, სადაც საშინელ პირობებში იყვნენ. ისინი პენსილვანიის ყოფილი ზოოპარკის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, თუმცა, მათ არ ჰქონდათ წყალი, შესაბამისი კვება და ეს ყველაფერი უსასრულოდ გრძელდებოდა. 

ზოოპარკი 1995 წელს დაიხურა. მიზეზი ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობა იყო. დათვები - ფიფი, ბრუნო, პოკანტასი და მარშე ზოოპარკის ტერიტორიაზე დატოვეს. ხანდახან გაივლიდნენ მნახველები, ხოლო დათვების მომვლელები მათ საშინელ პირობებში ასწავლიდნენ ველოსიპედით სიარულსა და სხვა ილეთებს.

Zooclub

20 წლის განმავლობაში ცხოველებს არ ჰქონდათ გამოსაზამთრებელი ბუნაგები. ისინი ყინვის, თოვლისა და წვიმის დროსაც ხის პატარა ფარდულს
ეფარებოდნენ. სწორედ ამის გამო, ფიფი ართრიტით დაავადდა.

Zooclub

ყოველი დღე ისე გრძელდებოდა თითქოს ცხოვრება არასოდეს შეიცვლებოდა
საცოდავი ცხოველებისთვის და ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილზე გაათენებდნენ და დააღამებდნენ, თუმცა, ცხოველთა დამცველების (PETA) დაუზოგავი მუშაობის შედეგად, ოთხივე დათვი 2014 წელს გაათავისუფლეს.
დათვები კოლორადოს შტატში გადაიყვანეს, სადაც ნაკრძალში გაუშვეს. ისინი ახლა სწავლობენ ველურ ცხოვრებას - ისეთს, როგორშიც დაბადებიდან უნდა ეცხოვრათ.

Zooclub

როდესაც დათვები გალიიდან გაოუშვეს, თავიდან ვერ აღიქვამდნენ, დაბნეულები იყვნენ, თუმცა, შემდეგ დატკბნენ თავისუფლებით და მინდორში სირბილი დაიწყეს.

Zooclub

მათ უკვე აქვთ წყალი, სადაც შეძლებენ ბანაობას და ასევე ადგილები, სადაც გამოიზამთრებენ. ცხოველთა დაცვის ფონდი - PETA დათვებს უზრუნველყოფს სამედიცონო მომსახურებითაც.

Zooclub

"საბოლოოდ, ამ დათვებმა მიიღეს თავისუფლება. არაერთი ცხოველი იტანჯება ტყვეობაში და კიდევ ბევრს უნდა დახმარება."- ამბობს ფონდ PETA -ს დირექტორის მოადგილე.


იხილეთ ვიდეო

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?