ოჯახმა დატოვა ცივილიზაცია და შვილებს კენიაში მაიმუნებთან, ლომებთან და სპილოებთან ერთად ზრდიან
ოჯახმა დატოვა ცივილიზაცია და შვილებს კენიაში მაიმუნებთან, ლომებთან და სპილოებთან ერთად ზრდიან
საბა დუგლას-ჰამილტონი და ფრენკ პოუპი მაიმუნებთან, სპილოებთან, ლომებთან, გველებთან ერთად კენიის ნაციონალურ ნაკრძალში ცხოვრობენ და სამ პატარა გოგონას ზრდიან.

ისტორია 1997 წელს დაიწყო, როდესაც 18 წლის გოგონა, სახელად საბა, კენიაში ნაკრძალის თანამშრომლების დასახმარებლად მამასთან ერთად მოხალისედ ჩავიდა. აქ, ველურ ბუნებაში ცხოველების ქცევაზე დაკვირვება ხდებოდა. ის 18 წლის მერეც აგრძელებს ამ საქმიანობას - ახლა უკვე ქმართან და შვილებთან ერთად.

Zooclub

საბასა და ფრენკის სახლს არ აქვს ღობე, რომელიც მათ ველური ცხოველებისგან დაიცავს. ეს ოჯახი პირდაპირი მნიშვნელობით ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობს. ხან საბა თავის
სამზარეულოში მაიმუნებს აღმოაჩენს, სახლთან ახლოს კი
სპილო და გიგანტური ნიანგი დასეირნობენ.

Zooclub

Zooclub

მეთვალყურეების ბანაკთან ახლოს 500-მდე სპილო ცხოვრობს. საბას თქმით, სპილოების ურთიერთობა საპნის ოპერას ჰგავს.

ახლა ბანაკი სპილოების პოპულაციის შენარჩუნებითაა დაკავებული და ტურისტებს  ამ საქმეში მონაწილეობისთვის ეპატიჟებიან. მათ შეეძლებათ ახლოდან დააკვირდნენ ადამიანებისა და ცხოველების ურთიერთობას.

Zooclub

საბა აღიარებს, მიუხედავად იმისა, რომ ის ველურ ბუნებაში ცხოვრობს, დიდად არ ღელავს თავისი გოგონების უსაფრთხოებაზე.

“სპილოები ჩვენ გვგვანან. სინამდვილეში ადამიანები ბევრად არაპროგნოზირებადები არიან. სპილოები მათთან ერთად იზიარებენ სიყვარულს, შურს, დარდს, სიხარულს, თანაგრძნობას, საკუთარი სიკვდილის შეგრძნებასაც კი. მათ ადამიანების მსგავსი ინტელექტი გააჩნიათ”, - ამბობს საბა.

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ ბანაკში შეიძლება სულ ადვილად შევიდნენ ლომები, ლეოპარდები, აფთრები და მაიმუნები, ყველაზე საშიშ არსებებად მათი ქალიშვილებისთვის მორიელები ითვლებიან.

შავი მამბა - ყველაზე საშიში გველი აფრიკაში - საბამ წლების მანძილზე მხოლოდ ერთხელ ნახა: ჩვეულებრივ, გველები გარბიან, როდესაც ადამიანების მოახლოებას გრძნობენ.

Zooclub

თუმცა, იყო შემთხვევა, როდესაც ქალი სერიოზულად შეშფოთდა თავისი შვილების უსაფრთხოების გამო - მათი საცხოვრებლის ტერიტორიაზე ცოფიანი ლეოპარდი გამოჩნდა. მაშინ საბამ მათთვის ადგილობრივი ტომის მებრძოლი, სამბურუ მოძებნა. ის ბავშვებს ძროხის მოწველას ასწავლის და ანახებს, სად იმალებიან ნიანგები, უყვება ადგილობრივ კულტურაზე და ასწავლის სიმღერებს, ცეკვებს და მეთოდებს, რომლებიც მათ სიცოცხლის გადარჩენისთვის გამოადგებათ.

Zooclub

"გოგონები აღფრთოვანებულები არიან მეგობრით", - აღიარებს საბა.
"ისინი ბიოლოგიასა და სხვადასხვა კულტურაში ბევრად უკეთ ერკვევიან, ვიდრე სკოლის მოსწავლეები", - წერს The Daily Mail.

Zooclub

ციცინო
ნამდვილად ვეთანხმები გაკეთებულ კომენტარებს.
Tako
ეს ბავშვები ნამდვილი ადამიანები გაიზრდებიან....
ana
მეც რომ შემეძლოს მეც წავიდოდი,ცხოველებთან მირჩევნია ყოფნა ბუნებაში ამ საშინელ ქვეყანაში ცხოვრებას.მშვიდად ვიქნებოდი.ადამიანზე დიდი ცხოველი არ არსებობს,ამაში ბევრჯერ დავრწმუნდი.
li
არაჩვეულებრივია!!! დღევანდელ დღეს ,,შეშლილ და გაუტანელ" ცივილიზაციას ბუნებაში ცხოვრება ნამდვილად სჯობია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?