მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი მამრი პანდა 30 წლის გახდა
მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი მამრი პანდა 30 წლის გახდა
ყველაზე ასაკოვან მამრ პანდა პან-პანს, რომელიც ცხოვრობს ჩინეთის გიგანტი პანდების განვითარების ცენტრში, 30 წელი შეუსრულდა. როგორც Esnc.cn-ი წერს, პან-პანის ასაკი ადამიანის ასაკთან მიმართებაში 100 წელს უტოლდება.

ცენტრის თანამშრომლებმა ცხოველს აჩუქეს სამახსოვრო საჩუქარი - ყინულის ტორტი, რომელიც გაფორმებული იყო სტაფილოთი. როგორც ჩანს, პანდას საჩუქარი ძალიან მოეწონა.

ცენტრის დირექტორის მოადგილის, რეი ვონგფინგის თქმით, პან-პანი უკვე 130 პანდის მამად ითვლება. მისი შვილები წარმოადგენენ იმ პანდების მეოთხედს, რომლებიც დაცულ ტერიტორიაზე ბინადრობენ. რეიმ ასევე აღნიშნა, რომ იმ პანდების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, რომლებიც ადამიანების მეთვალყურეობის ქვეშ
ცხოვრობენ, დაახლოებით 20 წელს შეადგენს.

2015 წლის ივლისში ყველაზე ასაკოვანმა მდედრმა პანდამ, სახელად ზია-ზიამ, 37 წლის
იუბილე აღნიშნა. ის ჰონგკონკში ოკიანოლოგიის პარკში ცხოვრობს. მას აქვს სმენისა და მხედველობის პრობლემა, თუმცა, ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ასევე იხილეთ:

თუთიყუშს დაბადების დღეზე საყვარელი სათამაშო აჩუქეს

იცით, თუ არა რომ...

რა მიიღეს პანდებმა საჩუქრად დაბადების დღეზე?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?