17-წლიანი მონობის შემდეგ, ორი დათვი ცირკიდან ველურ ბუნებას დაუბრუნდა (+ვიდეო)
17-წლიანი მონობის შემდეგ, ორი დათვი ცირკიდან ველურ ბუნებას დაუბრუნდა (+ვიდეო)
დათვები გალკა და მაშა პატარაობიდან რუსეთის ცირკში ცხოვრობდნენ.

ისინი სატვირთო ავტომობილის გალიაში 17 წლის განმავლობაში იყვნენ. დათვების მწვრთნელი, რომელიც ასევე დასის ხელმძღვანელი იყო, დაიღუპა და ცირკიც დაიხურა. სწორედ ამის შემდეგ დათვები ერთად დააბრუნეს ველურ ბუნებაში.

გალკასა და მაშას ამ დრომდე თავისუფლება არასოდეს ჰქონიათ. მათი ყოველდღიური ცხოვრება გალიაში ყოფნა, წვრთნა და ცირკის წარმოდგენებზე გამოსვლით შემოიფარგლებოდა.

მწვრთნელი ცხოველებს სასტიკი მეთოდებით ავარჯიშებდა წარმოდგენისთვის, ამიტომ დათვები ყოველდღიურ სტრესში იყვნენ.

17 წლის შემდეგ მათ პირველად ნახეს ბუნება, სადაც ცხოველებს მთელი ცხოვრება უნდა გაეტარებინათ, თუმცა, სასტიკი
ადამიანების დამსახურებით მონობაში აღმოჩნდნენ.

ვიდეო, სადაც გალკა და მაშას ბუნებაში გაშვების ეპიზოდია გადაღებული, კარგად გამოხატავს
მათ სიხარულსა და ბედნიერ წუთებს. ცხოველებმა პირველივე წუთიდან დაიწყეს თამაში. ისინი ერთმანეთს ეხუტებოდნენ.

დათვებს აღარასოდეს მოუწევთ იმ წნეხში ყოფნა, სადაც ისინი 17 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ისინი პირველად შეეხნენ ბალახს და იგრძნეს თავისუფლება.

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ:

პირველი ქვეყანა, სადაც დელფინარიუმები აკრძალეს

მრავალწლიანი მონობის შემდეგ, ცირკიდან ორი ლომი გაანთავისუფლეს

ეს სპილო 50 წელი ჯაჭვით დაბმული ჰყავდათ, ის ერთი წელია თავისუფალია
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?