პოლიციამ კრიმინალებისგან ამურის ვეფხვი გადაარჩინა
პოლიციამ კრიმინალებისგან ამურის ვეფხვი გადაარჩინა
პოლიციამ კრიმინალურ დაჯგუფებას ამურის ვეფხვის ბოკვერი ჩამოართვა. როგორც შემდგომ გაირკვა, დამნაშავეები წითელ წიგნში შესული იშვიათი ცხოველებით ვაჭრობდნენ.

ინციდენტი მოხდა ნიჟნევარტოვსკში (რუსეთი). ბოკვერი დაახლოებით ოთხი თვისაა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ცხოველი უკვე რამდენჯერმე იყო გაყიდული შავ ბაზარზე.

სააგენტო "ინტერფაქსის" თქმით, ჩამორთმეული ბოკვერი მოსკოვში გადაიყვანეს და გადასცეს ბუნების დაცვის დეპარტამენტს.

"გამოძიება მიმდინარეობს, ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩართულია იშვიათი ცხოველებითა და ფრინველებით არაკანონიერ ვაჭრობაში პასუხს აგებს კანონის წინაშე."- ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ელენე ალექსეევა.

ასევე იხილეთ:

დედამიწაზე ცხოველთა მასიური გადაშენების პროცესი მიმდინარეობს

კონ­ტრა­ბან­დის­ტის ნა­ამ­ბო­ბი -
"გაწ­ვრთნილ­მა ვირ­მა გა­მამ­დიდ­რა"


პირველი ლათინურ ამერიკული ქვეყანა, სადაც ნადირობა აიკრძალა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?