რაფაელ ფიასი და მისი მეგობარი სამხრეთ ამერიკის ანდებში აპირებდნენ დღის გატარებას, თუმცა, ამის მაგივრად მათ ცხოველის სიცოცხლე გადაარჩინეს.
როდესაც ისინი თოვლით დაფარულ მთაზე ავიდნენ, შორიდან რაღაც გაურკვეველი საგანი დაინახეს. თავიდან ლოდი ეგონათ, თუმცა, მიახლოებისას აღმოჩნდა ცხენი, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა.
მეგობრები ნიჩბებით ცდილობდნენ ცხოველის განთავისუფლებას. ერთი საათის შემდეგ ცხენს მოძრაობა შეძლო. რაფაელი მას ბარდათი გაუმასპინძლდა, ხოლო შემდეგ მთიდან ჩამოიყვანეს ცხენი,
პატრონის თქმით, ცხენი 4 დღის განმავლობაში არსად ჩანდა. რომ არა ექსტრემალების მოგზაურობა ანდებზე, ცხოველი დაიღუპებოდა.
იხილეთ ვიდეო
ასევე იხილეთ:
პოლიციელმა ძაღლის გადასარჩენად სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო
ძაღლმა პატარა დელფინი გადაარჩინა
დედა სპილო 11 საათის განმავლობაში ცდილობდა ჭაში ჩავარდნილი შვილის გადარჩენას