რატომ ჩასჩარა მუშტი პირში გრიზლის მონადირემ?
რატომ ჩასჩარა მუშტი პირში გრიზლის მონადირემ?
ჩეის დელოვი, რომელიც მონტანაში ცხოვრობს, თავის ძმა შეინთან ერთად ლოსებზე სანადიროდ ტყეში წავიდა.

როდესაც მათ ლოსების ჯოგი დაინახეს, განცალკევდნენ და სხვადასხვა ადგილიდან ჩაუსაფრდნენ. ჩეისიმ შეამჩნია, რომ მას უზარმაზარი დათვი მიუახლოვდა. მონადირემ ვერ მოასწრო იარაღის გამოყენება. მტაცებელმა მას ფეხები დაუტორა.

მამაკაცი სასწაულად გადაურჩა ტრაგედიას. მას გაახსენდა, როგორ უყვებოდა ბავშვობაში ბებია დიდი ცხოველების რეფლექსებზე და გადაწყვიტა გაერისკა.

მორიგი თავდასხმისას მან დათვს მარჯვენა ხელი პირში ჩაუდო ისე, როგორც ბებიამ ასწავლა. ცხოველი წაბარბაცდა და მონადირეს მოსცილდა.

მიუხედავად ჭრილობებისა, ჩეისიმ შეძლო მოეძებნა თავისი ძმა, რომელიც
დაკავებული იყო ლოსების თვალთვალით. შონმა ძმა სასწრაფოდ გადაიყვანა კლინიკაში. მონადირის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

ადგილობრივ
პრესასთან საუბრისას, ჩეისიმ ადამიანებს მოუწოდა, ტყეში წასვლისას აუცილებლად იქონიონ დათვების დასაფრთხობი სპეციალური სპრეი.

ასევე იხილეთ:

5 ნიშანი, რომ კატა სიცოცხლეს გიხანგრძლივებთ

მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რატომ ჭამდნენ ჩინელები ძველად ძაღლებს

ქალი ვერ ხვდებოდა, რატომ წვებოდა კატა მის მხარზე. სიმართლე საშინელი აღმოჩნდა!

manana-sh
კარგით, გეყოთ კამათი, არ შეიძლება ადამიანს შეცდომა აპატიოთ? ჩვენი საყვარელი საიტი ხომ მხოლოდ სიკეთეს და სიყვარულს ემსახურება, ამ საიტს კამათი და დაცინვა არ უხდება! Eიძლება მეც მეშლება არაღაც ამას რომ ვწერ.... დიდი მოკრძაებით და სიყვარულით.
მაია
"irina ivaniSvil"-ს. ჯობდა ეს კომენტარი არ დაგეწერა. ხომ ხედავ, რამხელა აგრესია გამოიწვიე. ისე, იტალიურად მთა არის montagna, იკითხება მონტანია. დათვი არის orso.
irina ivaniSvils
გვარს ამართლებ რა... :)
datuna
ირინა-ს რა წერია აქ სამარცხვინო? ლოსებზე სანადიროდ წავიდნენ და დათვი შემოხვდათ, მერე რა? სანამ პირს გააღებ ხომ უნდა დაფიქრდე არა?!
brola*
ირინას - მონტანა რომ მთაა ეგ გასაგებია მაგრამ ლოსი დათვი როგორაა ეგ ვერ გავიგე! - ლოსი ბალახისმჭამელი ცხოველია და ქართულად ცხენირემი ქვია!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?