გუფი და ემი ერთად 20 წელიწადზე მეტ ხანს ცხოვრობდნენ. ისინი განუყრელები იყვნენ და მათ ამ სიყვარულს ზოოპარკის მთელი მომსახურე პერსონალი გულშემატკივრობდა. მათ სამი უსაყვარლესი ბელი ეყოლათ. ბოლო ხანებში ემის ჯანმრთელობა გაუარესდა.
დათვს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადება აღმოაჩნდა, ეს დაავადება დათვების შემთხვევაში განუკურნებელია. ემის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა. საბოლოოდ, ზოოპარკის დირექციამ გადაწყვიტა ცხოველისთვის ზედმეტი ტკივილი აეცილებინდა და დააძინეს.
ერთგული
ორივე დათვის სიკვდილი ნამდვილი შოკი იყო ზოოპარკის თანამშრომლებისთვის. ეს ცხოველები ხომ საშუალოდ 30 წლამდე ცხოვრობენ, ზოგის ასაკი 40 წლამდეც აღწევს. და თუ ემის სიკვდილისთვის ყველა მზად იყო, გუფის სიკვდილი უღრუბლო ცაზე მეხის გავარდნას გავდა.
ეს ისტორია იმის დასტურია, რომ ცხოველები ემოციების სრულ სპექტრს განიცდიან და ბევრ ადამიანს არ აქვს ასეთი ძლიერი გრძნობების განცდის უნარი.