როგორ ცხოვრობს ენოტი, რომელსაც თავი ძაღლი ჰგონია?
როგორ ცხოვრობს ენოტი, რომელსაც თავი ძაღლი ჰგონია?
ბაჰამის კუნძულების მცხოვრებმა ქალმა იპოვა ახალშობილი ენოტი, რომელიც უდედოდ იყო დარჩენილი. როუზ კემპმა პატარა ცხოველი წაიყვანა სახლში, სადაც კიდევ ორი ძაღლი ბინადრობდა. შინაურ ბინადრებთან გაზრდილმა ენოტმა ძაღლის თვისებები გამოავლინა.

პატრონმა ენოტს Pumpkin-ი (გოგრა) დაარქვა. ის ცხოვრობს როუზთან, მის შვილ ლარა იანთან და თავშესაფრიდან აყვანილ ორ ძაღლთან ერთად.

"გოგრა" ძაღლებთან ერთად სეირნობს, თამაშობს და პატრონს შინაური ბინადარივით თან დაჰყვება. მისი ქცევები პატარა ლეკვის საქციელისგან დიდად არ განსხვავდება. ლარა მას ახასიათებს, როგორც მხიარულ, საზრიან და მეგობრულ ცხოველს.

Zooclub

"გოგრას" ასევე აქვს საკუთარი პროფილი სოციალურ ქსელში, სადაც
პატრონები მის ვიდეო და ფოტო მასალას ათავსებენ.

Zooclub

არაერთ სახელმწიფოში ენოტის ყოლა, როგორც შინაური ბინადარი, აკრძალულია.
გარდა ამისა, მისი მოვლა ძალიან რთულია, რადგან ენოტი პრეტენზიული ცხოველია. "გოგრას" შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად არის. მან კარგად მოირგო შინაური ბინადრის როლი და პატრონებს თავი შეაყვარა.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

მელია ცდილობს, თავის მომვლელს ელაპარაკოს

ოჯახს ეგონა, ახალშობილი ძაღლის ლეკვი იპოვა და სახლში წაიყვანეს

ამ ლეკვებს მეტად უცნაური ძიძა ჰყავთ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?