დედამიწის საათი (World Earth Hour)
დედამიწის საათი (World Earth Hour)
დედამიწის საათი (World Earth Hour) - პლანეტის დასაცავი ყოველწლიური ღონისძიება, რომელსაც მთელი მსოფლიო უერთდება .

ღონისძიება, სახელად დედამიწის საათი, მსოფლიოში ყოველწლიურად მარტის თვეში ტარდება. მისი ორგანიზატორია WWF (World Wildlife Fund) - ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი.
Zooclub
ჩვეულებრივი მოქალაქეები, საზოგადოებები თუ ბიზნეს-დაწესებულებები სურვილისამებრ ერთვებიან ამ ღონისძიებაში, რაც ერთი საათის განმავლობაში სინათლის გათიშვას ითვალისწინებს. ეს ქმედება სიმბოლურად ასახავს მათ ერთგულებას დედამიწისადმი.
"დედამიწის საათი“ პირველად 2007 წელს, ავსტრალიაში, სიდნეიში გაიმართა. მოგვიანებით, მასში მსოფლიოს 7 000 ქალაქი ჩაერთო. დღეს კი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა გარემოს
დაცვის მხრივ.

2016 წლის 19 მარტს საქართველო "დედამიწის საათს’’ უკვე მერვედ შეუერთდა. 20:30 – 21:30
საათზე, გარე განათება გამოირთო საქართველოს ქალაქების მთავარ ქუჩებზე, ისტორიული ნაგებობებისა და სამთავრობო შენობების ფასადებზე, გაიმართა გარემოსდაცვითი აქციები.
Zooclub
საქართველოს დედაქალაქ თბილისში სიმბოლურად ჩაქრა ნარიყალა, მშვიდობის ხიდი, სატელევიზიო ანძა, პრეზიდენტის სასახლე, პარლამენტი, მთავრობის კანცელარია, მერია, გაეროს სახლი, ახალგაზრდობის სასახლე, სამინისტროებისა და სამთავრობო უწყებების შენობები.

მრგვალ ბაღში, ტრადიციულად, "დედამიწის საათის" მხარდამჭერები შეიკრიბნენ - მთავრობის, თბილისის მერიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე ის თბილისელებიც მივიდნენ, რომლებმაც გადაწყვიტეს, მხარი დაეჭირათ დედამიწის საათისათვის და საქართველოს მწვანე და უსაფრთხო მომავლის მიმართ თანადგომა გამოეხატათ.

"დედამიწის საათი“ დიდი Zooclubმნიშვნელობის მქონე ღონისძიებაა, რადგან, მის ფარგლებში, ხალხს უჩნდება სურვილი, ერთი საათით მაინც იზრუნოს დედამიწაზე, გამორთოს სინათლე და "დაასვენოს" ის.

WWF - World Wildlife Fund ბუნების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1961 წელს დაარსდა. ორგანიზაციის ლოგოზე დათვი პანდაა გამოსახული. ორგანიზაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების დაცვა და ადამიანის გავლენის შემცირება ჩვენს გარემოზე.

თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub.ge-სთვის.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?