საუდის არაბეთში 12 მილიონ დოლარად შეფასებულ ცხენს, ჰომოსექსუალობის ბრალდებით, სიკვდილით დასჯიან
საუდის არაბეთში 12 მილიონ დოლარად შეფასებულ ცხენს, ჰომოსექსუალობის ბრალდებით, სიკვდილით დასჯიან
საუდის არაბეთში 12 მილიონად შეფასებული 4 წლის დოღის ცხენი, სახელად "საჩუქარი", პრინც ალველიდ ბინ თალალის საკუთრებაა. მას სასიკვდილო განაჩენი მას შემდეგ გამოუტანეს, რაც მომვლელებმა აღმოაჩინეს, რომ თავისივე სქესის ცხენთან ჰქონდა სექსუალური კავშირი. ცხენს, რომელმაც პატრონს მარტო ბოლო სეზონში 6 მილიონ დოლარზე მეტი მოაგებინა, სიკვდილით 28 ნოემბერს დასჯიან.

"ჰომოსექსუალიზმი ეს ავადმყოფობაა, რომლის შესახებაც მეცნიერებამ ძალზედ ცოტა რამ იცის", - განაცხადა შეიხმა ალ აბდულრახმან ალსანადმა, რომელიც წარმოადგენს მანკიერებათა წინააღმდეგ მებრძოლ კომიტეტს. ამ კომიტეტის ძირითადი საქმე სწორედ ჰომოსექსუალიზმთან ბრძოლაა. "ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სამეფო
ამგავრი ინფექციებისგან ყოველგვარი ხერხით, ეს შეეხება ჩვენი ცხოველების დაცვასაც. ყველაფერს გავაკეთებთ, გავიღებთ ყოველგვარ მსხვერპლს, რათა
დავიცვათ ჩვენი მიწის სიწმინდე". - განაცხადა შეიხმა.

კომიტეტის წარმომადგენლებმა ცხოველის დასჯის განაჩენს ხელი ტელეკამერების წინ მოაწერეს, რათა საყოველთაოდ გაევრცელებინათ ინფორმაცია, თუ რა ზომებს იღებენ ჰომოსექსუალიზმისგან თავის დასაცავად.

იხილეთ სრულად
ტეგები
დიდუუ
რავა, ავანტყოფ ცხენს სჯიააან??!
marika
ჩემი ნება რომ იყოს პატრონს და ამ "პარტორგს" დავაძინებდი.ვაი ამათ პატრონს, ცხოველები თვითონ არიან
liza
რათა ღორები ჰომოსექსუალები არიან? საწყალი ცხენი, გააჩუქოს მაინც სადმე ევროპისკენ რას კლავენ.
ლევანი
:D აი თურმე რატო არ ყვარებიათ ღორები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?