კატამ ბავშვი დააძინა იმ მიზეზით, რომ არ უნდოდა მის მკურნალობაში ფული გადაეხადა - სოციალური რეკლამა ცხოველების შესახებ (+ვიდეო)
კატამ ბავშვი დააძინა იმ მიზეზით, რომ არ უნდოდა მის მკურნალობაში ფული გადაეხადა - სოციალური რეკლამა ცხოველების შესახებ (+ვიდეო)
ნიდერლანდის სააგენტომ "Nice tie Sir"-მა ცხოველთა დაცვის ფონდის მხარდასაჭერად სოციალური რეკლამა გამოუშვა.

რეჟისორმა ფლორის კინგმა, სააგენტოს კრეატიული იდეის თანახმად, ადგილი შეუცვალა კატებსა და ადამიანებს და გაათამაშა სრულიად ჩვეულებრივი ისტორია, რომელიც ვეტერინარულ კლინიკებში ძალიან ხშირად ხდება.

Nice Tie Sir-ში ეყრდნობოდნენ იმას, რომ ბევრია მზად დაეხმაროს ავადმყოფ და დაზიანებულ ცხოველს, მაგრამ როგორც კი საქმე ვეტერინარულ მომსახურებაში თანხის გადახდას შეეხება, “სამარიტელების” ნაწილს ურჩევნია ცხოველი დააძინოს, ვიდრე მის ოპერაციასა და რეაბილიტაციაში  დახარჯოს ფული.

იმისათვის, რომ ადამიანებამდე კარგად დავიდეს ეს ყველაფერი, რეკლამაში კნუტის ადგილას გოგონა
ათამაშეს, ხოლო მამისა და შვილის ადგილას - კატები. ადამიანები ხშირად სხვის, ამ შემთხვევაში კატებისა და
ძაღლების მდგომარეობას მხოლოდ მაშინ აცნობიერებენ, როდესაც ანალოგს საკუთარ შვილებთან გაატარებენ.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?