ჰიბრიდი ცხოველები - ისინი სინამდვილეში არსებობენ
ჰიბრიდი ცხოველები - ისინი სინამდვილეში არსებობენ
ბავშვობაში თითქმის ყველა ჩვენგანს მოუსმენია ზღაპრები უცნაური ცხოველის შესახებ, რომელიც არ შეგვხვედრია არც ზოოპარკში, არც რეალურ ფოტოებზე და ა.შ. სწორედ მსგავსი არსებები იქცნენ რეალობად, რომლებიც სხვადასხვა ცხოველი სახეობის შეჯვარების შედეგად უცნაური გარეგნობით გამოირჩევიან. ეს არ არის ფოტომონტაჟი, ისინი ნამდვილად არსებობენ.

ჰიბრიდები, მართლაც რომ, ადამიანის გაკვირვებას იწვევს. რისი მიღწევა სურთ მეცნიერებს ამ ცხოველების გამრავლებით მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

Liger  (მამა ლომი-დედა ვეფხვი)

Zooclub

ბიოლოგების მტკიცებით, ველურ ბუნებაში არსებობენ მცირე რაოდენობით ლიგერები, თუმცა, ჩვენთვის ცნობილია ცდების
შედეგად გამრავლებული ლიგერები. ისინი ლომისა და ვეფხვის შეჯვარების შედეგად შექმნეს.

ლიგერა ითვლება
ყველაზე დიდ, ძლიერ და სწრაფ გარეულ კატად მსოფლიოში. ჰერკულესი ლიგერებს შორის ყველაზე დიდი ზომისაა. ის იწონის 410 კგ-ზე მეტს.

Tigon (მამა ვეფხვი - დედა ლომი)

Zooclub

რამდენად შორს უნდა წავიდეს მეცნიერების ინტერესი? იცოდით, რომ ლიგერი და ტიგონიც შეაჯვარეს ბიოლოგებმა? როგორი მომავალი ეყოლებათ ამ ორ უცნაურ ცხოველს, ამის გამოცნობა თქვენთვის მოგვინდია.

Zonkey (ზებრა და ვირი)

Zooclub

ზებრა და ვირის ჰიბრიდი მეტად უცნაური, შეიძლება ითქვას, საყვარელი არსება გამოვიდა.

Jaglion (მამა იაგუარი - დედა ლომი)

Zooclub


იშვიათი კომბინაცია. ამ ფოტოზე არიან დაზარა და თსუნამი. ისინი დაიბადნენ ონტარიოში (კანადა), დაცულ ტერიტორიაზე.

Grolar Bear (თეთრი დათვი - ყავისფერი დათვი)

Zooclub

მას ასევე მოიხსენიებენ, როგორც "pizzly bears". ჰიბრიდი დათვების უმეტესობა ცხოვრობს ზოოპარკში, თუმცა, ბიოლოგების თქმით, ისინი ველურ ბუნებაშიც არსებობენ.

Coywolf (კოიოტი-მგელი)

Zooclub

ეს ჰიბრიდი გამოირჩევა განსაკუთრებული თვისებებით, რომლებიც გამოჰყვა მგლისა და კოიოტის წინაპრისგან.

Zebroid (ზებრა და ნებისმიერი ჯიშის ცხენი)

Zooclub

ზებრისა და ცხენის პირველი ჰიბრიდი დარვინი გამოირჩევა აგრესიულობით, დაუმორჩილებლობით, მისი გაწვრთვნა ფაქტობრივად შეუძლებელია.

Wholphin (მამა ვეშაპი-დედა დელფინი)

Zooclub

მათი არსებობა ძალიან იშვიათია. ბიოლოგებისთვის მხოლოდ ერთი ჰიბრიდია ცნობილი, რომელიც თავისუფლებაშია.

Cama (აქლემი-ლამა)

Zooclub

აქლემისა და ლამას ჰიბრიდი პირველად 1998 წელს შექმნეს დუბაიში. ცნობილია, მხოლოდ 5 ჰიბრიდი.

Leopon (დედა ჯიქი-მამა ლომი)

Zooclub

ეს ულამაზესი ცხოველი ხელოვნური ჩარევის შედეგად დაიბადა. ცნობილია მხოლოდ ერთი ჰიბრიდი, რომელიც ჯიქისა და ლომის შვილია.

ასევე იხილეთ:

ლიგერი-ლომი, თუ ვეფხვი

თეთრი ვეფხვი, რომელიც დაუნის სინდრომით დაიბადა

თეთრი ლომისა და თეთრი ვეფხვის შვილები

მიჩურინი
შიზიკა სააკიანცი რა ჰიბრიდული ექსპერიმენტის ნაყოფია?
ხა ხა ხა
ესე იგი ქარტულად გამოვიდა ლომფხვი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?