ავსტრალიაში კოალა გადაარჩინეს (+ვიდეო)
ავსტრალიაში კოალა გადაარჩინეს (+ვიდეო)
ავსტრალიელმა პოლიციელებმა გადაარჩინეს ძუ კოალა, რომელიც ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავდა.

სამართალდამცავებმა ცხოველი გონებადაკარგული იპოვეს და ვეტერინარების მოსვლამდე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ახლა კოალას სიცოცხლეს არაფერი ემუქრება.

ამ ფოტოზე პოლიციელი კოალას წყალს ასმევს.

მაშველები სპეციალურად ეძებდნენ შეშინებულ ცხოველებს, რათა ცეცხლმოკიდებული ზონიდან გამოეყვანათ. მთავრობის შეფასებით, ცეცხლმა ტყის 2000 ჰექტარი და ასეულობით სახლზე მეტი გაანადგურა.

ცეცხლი მეხის ხეზე დაცემის შედეგად გაჩნდა, ხოლო გვალვამ და ძლიერმა ქარმა მის სწრაფ განვითარებას შეუწყო ხელი. ახლა ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.

იხილეთ ვიდეო