პითონმა ტურისტს, რომელმაც სცადა მისთვის ეკოცნა, ცხვირზე უკბინა (+ვიდეო)
პითონმა ტურისტს, რომელმაც სცადა მისთვის ეკოცნა, ცხვირზე უკბინა (+ვიდეო)
პითონმა ჩინელ ტურისტს ცხვირზე უკბინა. ინციდენტი ორი დღის წინ გველების შოუს დროს მოხდა ტაილანდის კუნძულ პხუკეტზე.

Phuket News-ის ცნობით, 29 წლის გოგონას საერთაშორისო ჰოსპიტალში რამოდენიმე ნაკერი დაადეს. ქვეწარმავალი შხამიანი არ არის, ამიტომ გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის ადგილობრივ სასტუმროში ისვენებს.

youtube-ზე გამოქვეყნებული ვიდეო 25 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა. აქ ჩანს, თუ როგორ კბენს პითონი გოგონას. ვიდეოს აღწერილობაში ჩინელ ტურისტს ცზინ ცზინი (Jin Jing) შეარქვეს.

The Guardian-ის ცნობით, კომპანია, რომელსაც ამ შოუზე უფლებები გააჩნია ჩინელ ტურისტს გადატანილი სტრესისა და დაზიანების
გამო 3.2 ათას დოლარს გადაუხდის.

პითონი - გველების ოჯახის ყველაზე დიდი ზომის წარმომადგენელი. იგი თავს
ესხმის თხებს, სხვა ჩლიქოსანთა წარმომადგელებს, დათვსაც კი. ის ფართოდ არის გავრცელებული სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მიუხედავად აგრესიულობისა და ადამიანისთვის საფრთხისა, გველი ხშირად ტერარიუმში ჰყავთ, ხოლო ცირკში მათ გასართობ შოუებშიც კი იყენებენ.

იხილეთ ვიდეო