ბიჭმა ბეწვის ფერმაში იყიდა მელია, რომელიც სიკვდილისთვის იყო განწირული
ბიჭმა ბეწვის ფერმაში იყიდა მელია, რომელიც სიკვდილისთვის იყო განწირული
ჟღალი მელია ვიქსი, და-ძმების მსგავსად, დაიბადა ბეწვის ფერმაში, სადაც უნდა გაეტარებინა თავისი ხანმოკლე, სცოდავი ცხოვრება პატარა გალიაში.

მის გალიას მავთულის ძირი ჰქონდა, ამიტომ ვიქსის თათები დაშავებული და დასუსტებული იყო, ამას ფიზიკური უმოძრაობაც ემატებოდა. ის 7 თვეში დაასრულებდა თავის სიცოცხლეს, რადგან ამ ასაკს მიტანებულ მელიებს ჯერ ელექტრო შოკით კლავენ, შემდეგ კი ტყავს აძრობენ.

რთულია თქმა, რომელი მანდილოსნის აქსესუარი იქნებოდა მისი ლამაზი ბეწვი.

საბედნიეროდ, ყოველივე ეს საშინელება მის ცხოვრებაში აღარ მოხდება. ის ერთ-ერთი იშვიათთაგანია, რომელიც ბედნიერ ცხოვრებას აგძელებს მზრუნველ და მოსიყვარულე პატრონთან.

Zooclub

"ჩემი მიზანი იყო და დიდი ოცნება, ერთი დაუცველი მელია მაინც გადამეჩინა ამ საშინელი ფერმიდან და
დამეცვა მისი სიცოცხლე, რომელიც ტანჯვისა და დაუნდობელი სიკვდილისთვის იყო განწირული.

Zooclub

ძალიან განვიცდიდი, როდესაც ბეწვის ფერმაზე ვიდეოებსა და ფოტოებს ვუყურებდი, სადაც ცხოველებისთვის აუტანელი პირობებია. უძლური ვარ რამე გავაკეთო მათ წინააღმდეგ, თუმცა, ერთი ცხოველის გადარჩენა შევძელი."- ამბობს ბიჭი, ვისი ბინადარიც მელია ვიქსია.

Zooclub

Zooclub

"წარმოდგენა არ მქონდა, რამდენად რთული ყოფილა იქ მელიის ყიდვა. ყველაზე მეტად მომშენებლის პოვნა გამიჭირდა, რომელიც დამთანხმდებოდა ცხოველის მოყიდვაზე. მახსოვს დავრეკე ყველა ადგილზე, სადაც მელიებს ამრავლებენ, მაგრამ უარს მეუბნებოდნენ, მხოლოდ ერთი მომშენებელი დათანხმდა ცხოველის გაყიდვას."-იხსენებს ვიქსის პატრონი.

Zooclub

Zooclub
დღეს მელია ცხოვრობს მზრუნველ ადამიანთან და თავისი სასაცილო ქცევებით პატრონს ახარებს.

ასევე იხილეთ:

23 ძაღლი კორეელი “გურმანებისგან” იხსნეს და ამერიკულ თავშესაფარში გადაიყვანეს

"ლეკვების ფერმიდან" ერთი ციდა არსება გადაარჩინეს

დაშავებული მელია სიკვდილს ებრძოდა, თუმცა, კეთილი ადამიანის დახმარების მეორე შანსი მიეცა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?