საპატრულო პოლიცია გაოცებული იყო, როდესაც სამანქანო ტრასაზე ბოძს ჩახუტებული ზარმაცა დაინახა. ინციდენტი მოხდა ქალაქ ქევედოში (ეკვადორი).
პოლიცია დაუყოვნებლივ მივიდა მის გადასარჩენად. სოციალურ ქსელში ზარმაცას ამბავი სწრაფად გავრცელდა. მას უამრავი გულშემატკივარი გამოუჩნდა და მოუთმენლად ელოდნენ სასიამოვნო ინფორმაციის გაგებას.
საბედნიეროდ, პატარა მოგზაური გადარჩა. ზარმაცა ვეტერინართან წაიყვანეს, ის ძალიან შეშინებული და დათრგუნული იყო.
საჭირო ვეტერინარული მომსახურების შემდეგ ცხოველი ველურ ბუნებაში გაუშვეს.
ასევე იხილეთ:
პოლიციელმა
ზღვაში სასეირნოდ გასულ მეგობრებს უცნაური რამ შეემთხვათ
მამაკაცმა ოკეანის სიღრმეში პატარა ნუკრი აღმოაჩინა, არავინ იცის, როგორ მოხვდა ცხოველი იქ