როცა 99 წლის ქალმა გაიღვიძა, აღმოაჩინა უცნაური ცხოველი, რომელსაც მის მკერდზე ეძინა
როცა 99 წლის ქალმა გაიღვიძა, აღმოაჩინა უცნაური ცხოველი, რომელსაც მის მკერდზე ეძინა
მაიამიში მცხოვრებ მოხუც ქალს უცნაური დილა გაუთენდა. როცა გაიღვიძა, აღმოაჩინა ფუმფულა დიდი ცხოველი, რომელსაც მის მკერდზე ჩასძინებოდა.

99 წლის ქალმა და ცხოველმა შიშისგან ერთდროულად იკივლეს. მოხუცი წამოხტა და სარდაფში დაიმალა.

როგორც შემდეგ გაირკვა, 99 წლის მოხუცის "თაყვანისმცემელი" აღმოჩნდა, ცხოველი კინკაჯუ. ეს ძუძუმწოვარი ბინადრობს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ძირითადად ცხოვრობს ხეებზე.

"ის დაახლოებით ენოტსა და მაიმუნს წააგავს. ისინი ძალიან საშიში ცხოველები არიან ადამიანისთვის. არავის ვურჩევ კინკაჯო სახლში, როგორც შინაური ბინადარი, ისე მიიყვანოს. "- ამბობს ვეტერინარი დონ ჰარისი.

Zooclub

საბედნიეროდ, ცხოველიც და მოხუციც უვნებლები
არიან, თუმცა, დღემდე გაურკვეველია საიდან მივიდა კინკაჯო და როგორ შეძვრა ბინაში, რადგან ის ადამიანს ყოველთვის
უფრთხის.


ასევე იხილეთ:

როგორ ცხოვრობს ენოტი, რომელსაც თავი ძაღლი ჰგონია?

მოხუცი სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლიდა, როცა მის ცხოვრებაში სასწაული მოხდა...

მამაკაცმა საკუთარი სახლის კედელზე გიგანტური ხვლიკი აღმოაჩინა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?