მშიერი ზღვის ლომი რესტორანში შეიპარა და მაგიდასთან მოკალათდა (+ვიდეო)
მშიერი ზღვის ლომი რესტორანში შეიპარა და მაგიდასთან მოკალათდა (+ვიდეო)
პატარა მშიერი ზღვის ლომი გზააბნეული დადიოდა სანაპიროზე მდებარე რესტორანში. მან შეარჩია საუკეთესო ადგილი და მოკალათდა. ინციდენტი მოხდა სან დიეგოში. 

"ვიპოვეთ პატარა არსება რესტორან "Marine Room" -ის მთავარ დარბაზში, თუმცა, ის ადრიანად გვესტუმრა საუზმის შესაკვეთად, რადგან დაწესებულება ჯერ ისევ დაკეტილი იყო", - წერს რესტორნის მთავარი მზარეული ბერნადრ გუილიასი, რომელმაც ზღვის ლომს ფოტო გადაუღო და საკუთარი facebook -ის გვერდზე განათავსა.

Zooclub

პატარა ცხოველი დაკვირვებით ათვალიერებდა რესტორანს და ფანჯრიდან ზღვის ხედით ტკბებოდა იმ დრომდე, სანამ მაშველები მივიდოდნენ მის წასაყვანად.

Zooclub

ზღვის ლომი გადაიყვანეს სან დიეგოს ზღვის
ცხოველთა თავშესაფარში, სადაც დაადგინეს, რომ ის იყო მდედრი, დაახლოებით 8 თვის. პატარა არსება შიმშილისგან ძალიან
გამოფიტული და დაძულურებული იყო.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ცხოველი გამოჯანმრთელდება და რამდენიმე დღის შემდეგ მას ისევ დააბრუნებენ ბუნერივ არეალში.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ძაღლებმა ავტომობილი "გაიტაცეს"

როცა მან ძაღლის დასჯა გადაწყვიტა, ვერ წარმოიდგენდა, რომ ცოტა ხნის შემდეგ ბევრს იცინებდა

მამაცმა ბულდოგმა სახლის ეზოში შეპარული დათვის ბელები გაყარა