ცხენებს ადამიანის ემოციების ესმით
ცხენებს ადამიანის ემოციების ესმით
ახალმა კვლევებმა გვანახა, რომ ცხოველებს შეუძლიათ ადამიანის ემოციების გარჩევა მიმიკების მიხედვით. ექსპერიმენტის მსვლელობისას სასექსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შინაური ცხოველები უარყოფითად რეაგირებდნენ გაბრაზებული გამომეტყველების მქონე მამაკაცების ფოტოებზე.

მკვლევარები თვლიან, რომ ეს აიხსნება მათი მოშინაურების შემდეგ ადამიანების ქცევების მიმართ ადაპტირებით. სავარაუდოდ ცხენებს თნაგრძნობაც შეუძლიათ (პატრონთან ერთად დარდი და სიხარული შეუძლიათ).

ჯგუფი ცხენებს აკვირდებოდა დიდ ბრიტანეთში (სასექსის საგრაფოში და სურრეიში). მათ საშუალო სიძნელის დიდი ფოტო 28 ცხენს ანახეს.

“ერთი ადამიანი აჩვენებს ფოტოს, მეორეს ცხენი უჭირავს. გაბრაზებულ სახეებს ცხოველები, როგორც წესი, მარცხენა თვალით უყურებდნენ
- ჰყვება კვლევის ავტორი ემილ სმიტი, - საქმე იმაშია, რომ ძუძუმწოვრის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ
მარცხენა თვალის მიერ მიღბული ინფორმაცია ტვინის მარჯვენა მხარის მიერ მუშავდება. მარჯვენა ნახევარსფერო კი ნეგატიური სტიმულაციების დამუშავებაზეა სპეციალიზირებული”.

მკვლევარები ასევე გულისცემას აკვირდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ ცხოველებს, რომლებიც ბრაზიან სახეებს უყურებდნენ, გულისცემა გაუხშირდათ.

“საინტერესოა, რომ ცხოველებს სახის ნეგატიურ გამომეტყველებაზე მძაფრი რეაქცია ჰქონდათ, მაგრამ დადებით ემოციებზე ისინი შედარებით მშვიდად რეაგირებდნენ, - საუბრობს სმიტი. - შესაძლოა მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ცხოველებისთვის მნიშვნელოვანია საშიშროების გულით ამოცნობა. აგრესიული სახე შეიძლება გაფრთხილებასავით მოქმედებს, რომელიც ცხენს საშუალებას აძლევს წინასწარ ამოიცნოს ადამიანის ნეგატიური ქმედება, მაგალითად უხეშად მოქცევა”.

ანალოგიური რეზულტატები არც ისე დიდი ხნის წინ მიიღეს შინაურ ცხოველებთან ექსპერიმენტის ჩატარებისას, რაც იმის დასტურია, რომ ადამიანებთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში არსებობა ცხოველის შესაძებლობებზე მოქმედებს.

აქვე დავამატებთ, რომ მეცნიერებმა იციან, რომ ცხოველებს აქვთ თანდაყოლილი უნარი თავისივე სახეობის წარმომადგენლების ემოციების ამოცნობისა. ემოციებს კი ისინი დაახლოებით ისე გამოხატავენ, როგორც ადამიანები. მათ სახეს შეუძლია 17 ემოციის გამოხატვა მათზე აღბეჭდილი გამომეტყველებით, ადამიანის სახეს კი 21.
როგორც ჩანს, ველური ცხენების მოთვინიერებამ ემოციების გამოხატვის უნარი უფრო გააძლიერა.

Zooclub

“ჩვენი შედეგებისთვის სხვადასხვაგვარი ახსნა მოიძებნება, - ამბობს კვლევის თანაავტორი, პროფესორი კარენ მაკკომბი, - როგორც ჩანს, თანამედროვე ცხენების წინაპრებმა, რომლებსაც შეეძოთ თავისი სახეობის წარმომადგენლების მიმიკის წაკითხვა, ამ თვისების ადაპტირება მოახდინეს ადამიანების მიმიკასთან დამოკიდებულებაში, მათ ხომ დიდი დროის გატარება უწევდათ ადამიანებთან, და ამაში მათ სახის განსხვავებულმა მორფოლოგიამაც კი არ შეუშალა ხელი.

ეს თვისება მნიშვნელოვანია, რადგან ემოციები პირდაპირ კავშირშია სოციალურ ქცევასთან. ასე რომ, როგორც ჩანს, სოციალურ ძუძუმწოვრებს ადვილად შეუძლიათ მიიღონ არა მარტო თავისი სახეობის, არამედ სხვა სახეობათა მიმიკა”.

დაწვრილებით ინფორმაცია კვლევის შესახებ გამოქვეყნდა ჟურნალ "Biology Letters"-ში.
// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o {var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?