ვიდეოგალერეა
საინტერესო
ტექსტის ზომა + -
ეს სპილო სამი კვირაა, ერთი და იმავე ადგილზე დგას. ვერ წარმოიდგენთ, ვის ელოდება (+ვიდეო)
ეს სპილო სამი კვირაა, ერთი და იმავე ადგილზე დგას. ვერ წარმოიდგენთ, ვის ელოდება (+ვიდეო)
ტენესის (აშშ) ნაკრძალის ბინადრები ძალიან მეგობრულად არიან ერთმანეთის მიმართ განწყობილნი. ამ ადგილზე მოხალისეებს მოჰყავთ ის ცხოველები, რომლებიც მთელი ცხოვრება ცირკს ან ზოოპარკს ემსახურებოდნენ. ისინი უზარმაზარ ტერიტორიაზე თავისუფლად სეირნობენ და არავის ბრძანებებს აღარ ასრულებენ. 

ყველა ნაკრძალში მყოფი სპილო ერთმანეთთან მეგობრობს, თუმცა, ისინი მაინც წყვილებად არიან დაყოფილნი. ისევე როგორც ადამიანები, ეს უზარმაზარი ოთხფეხა არსებებიც ხედავენ განსხვავებას მეგობარსა და საუკეთესო მეგობარს შორის. ნაკრძალში ბინადრობს ერთი განსაკუთრებული წყვილიც, რომელიც მომვლელების დიდ ყურადღებას იპყრობს. ესენი არიან სპილო ტარა
და მაწანწალა ძაღლი ბელა.

პირველად ბელა შეამჩნიეს, როცა სპილოს ზურგზე აძვრა და მოკალათდა. მის დასახმარებლად მისულმა მომვლელებმა დაინახეს, რომ ისინი მეგობრულად თამაშობდნენ.

მას შემდეგ ათი წელი გავიდა და ეს ცხოველები კვლავ საუკეთესო მეგობრები არიან, თუმცა, ერთი თვის წინ ბელამ ხერხემლის ტრავმა მიიღო. ვეტერინარები გაოცებულნი იყვნენ, როცა ყოველდღიურად ხედავდნენ სპილოს ნაკრძალთან მდებარე კლინიკასთან, სადაც ძაღლი მკურნალობის კურსს გადიოდა. როცა ძაღლი კლინიკიდან გამოიყვანეს, გახარებული ტარა მიეგება, ხორთუმით ეფერებოდა და გვერდიდან არ შორდებოდა.

"თითქმის ერთი თვის მანძილზე სპილო მშვიდად იდგა კლინიკასთან და მთელი დღე მოთმინებით ელოდებოდა მეგობრის გამოჩენას. ეს საოცარი მეგობრობაა, რაც ადამიანების უმეტესობას არ შეუძლია."-ამბობს ნაკრძალის თანამშრომელი.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ლეკვობის პერიოდში გაცნობილი ძაღლების ემოციური შეხვედრა დიდი ხნის შემდეგ

ის ელოდებოდა ოჯახს, რომელიც აღარასოდეს დაბრუნდებოდა

ძაღლი რამდენიმე კვირაა, კლინიკასთან ელოდება გარდაცვლილ პატრონს
ბეჭდვაელფოსტა
ნესტან არველაძე
ადამიანების უმეტესობას ნამდვილად არ შეუძლიათ სიყვარულის და ერთგულების ისეთი გამოხატვა, როგორც ცხოველებს !
მსგავსი სიახლეები
ყველაზე ძლიერი ცხოველები დედამიწაზე
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ძლიერ ცხოველებზე, ყოველთვის თვალწინ წარმოგვიდგება სპილო, ვეშაპი, ან სხვა ტანად დიდი ცხოველი.
11.06.2014
საინტერესო ფაქტები ცხოველებზე (ნაწილი III)
1. ვეფხვს წინა თათებზე ხუთი თითი აქვს, ხოლო უკანაზე – ოთხი. მისი თითები დაახლოებით 8-10 სმ-მდე იზრდება.
27.06.2014
ინდურმა სპილომ 50 წლიანი მონობიდან გათავისუფლების შემდეგ იტირა
ინდოეთის შტატ უტარ-პრადეში, გარეულ ცხოველთა დაცვის ასოციაციამ, 50-წლიანი ტყვეობის შემდეგ, მონობიდან გაათავისუფლა სპილო სახელად რეჯი.
08.07.2014
ბოლო სიახლეები
როდესაც ოჯახში ახალშობილი გაჩნდა, ძაღლი საოცრად შეიცვალა (+ვიდეო)
ძაღლის სახელად ჩარლის ოჯახში სასიხარულო შემთხვევა
28.03.2017
ფლორიდაში ღორი-პოლიგლოტი გამოზარდეს
ამერიკულ ქალაქ მაიამიში გასართობი პარკი ”ჯანგლ აილენდში” ვიეტნამური ღორი წარმოადგინეს, რომელმაც 100-მდე სიტყვა
28.03.2017
საქართველოში გადაშენების პირას მყოფი კიდევ ერთი ცხოველი მოკლეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
28.03.2017
ვინ ეხმარება ლონდონში გასაჭირში ჩავარდნილ ველურ ცხოვლებს?
სწრაფი რუხი ციყვებიდან ყველაზე გამბედავ მელიებამდე - ველური ცხოველები ხშირად ლონდონის ცენრტშიც კი შეიძლება შევამჩნიოთ.
28.03.2017
ამ მოპსებს გაუმართლათ! პატრონი მათზე დიდძალ ქონებას ხარჯავს
30 მოპსი ერთად მართალია, ძალიან საყვარელი, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან ძვირი
27.03.2017
როცა ქალმა წაიკითხა, თუ რა ეწერა უსახლკარო მამაკაცს მუყაოს ნაგლეჯზე, დაუყოვნებლივ შეჩერდა
ვილმა პრაისი სახლში მანქანით მიდიოდა, როდესაც გზაზე გაცრეცილი, ჭუჭყიან ტანსაცმელში მდგომი ახალგაზრდა
27.03.2017
გორის ზოოპარკის ბინადარი მიშა გახარებულია - ის ტყუპი ბელის მამა გახდა
გორის ზოოპარკის ბინადარი მიშა გახარებულია - ის ტყუპი ბელის მამა გახდა.
26.03.2017
ელექტროანძის დემონტაჟის დროს არწივების ბუდე არ დაზიანებულა - ადასტურებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ადასტურებს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში
24.03.2017
საქართველოში მსხვილფეხა საქონელში ახლად გავრცელებული დაავადების, ნოდულარული დერმატიტის ვირუსის კვლევის დანერგვაზე მუშაობენ
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მსხვილფეხა საქონელში ახლად გავრცელებული დაავადების, ნოდულარული დერმატიტის
24.03.2017
მამაკაცმა ლომის ბოკვერი გადაარჩინა... ცხოველი მადლიერებას ჩახუტებით გამოხატავს (+ვიდეო)
ლომის ბოკვერი რამდენიმე დღის იყო, როდესაც დაობლდა. ის ვერ გადარჩებოდა
23.03.2017

გასაჩუქებელი
ნაპოვნი
დაკარგული
დიღმის მასივში დაიკარგა ხვადი გერმანული ნაგაზი.
09.01.2017
მალაკნების ბაზრის ტერიტორიიდან დაიკარგა კოკერსპანიელი ჯეკო.
11.01.2017
მთაწმინდაზე დაიკარგა უთბილესი მეტისი ”ყურცქვიტა”.
23.01.2017
ფოტოგალერეა
გამოკითხვა
რა შემთხვევაში მიატოვებდით (ჩააბარებდით თავშესაფარში, გაუშვებდით ქუჩაში, გააჩუქებდით) თქვენს შინარ ცხოველს?