ის 5 წლის განმავლობაში ჩასაფრებული ელოდა, რომ ეს კადრები გადაეღო (+ვიდეო)
ის 5 წლის განმავლობაში ჩასაფრებული ელოდა, რომ ეს კადრები გადაეღო (+ვიდეო)
რეჟისორი ენდრიუ მანსკი 20 წელია, იღებს ველური ბუნების ულამაზეს კადრებს. ის დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა სამურავის შვილის გადაღებას, რაც ამ დრომდე უშედეგოდ მთავრდებოდა. მორიგი დოკუმენტური ფილმის გადაღების დროს (Ghost of the Northern Forest), რომელსაც კანადური CBC-ის დაკვეთით ამზადებდა, მან შემთხვევით კამერაზე ახალშობილი სამურავი აღბეჭდა.

სამურავი იშვიათი მტაცებელი ცხოველის სახეობაა, რომელიც კვერნისებრთა რიგს მიეკუთვნება. ის გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკის ტაიგასა და ტუნდრაში. სამურავები ოჯახებად არ ცხოვრობენ. სამწუხაროა, რომ ჩრდილოეთის ხალხი მისი ბეწვისგან ქურქებს ამზადებს, ამიტომ ეს სახეობა გადაშენების პირასაა.

"სამურავი ცხოვრობს ადამიანისთვის ყველაზე მიუვალ ადგილზე, რაც კი არსებობს დედამიწაზე."-ამბობს CBC-თან ინტერვიუში ბიოლოგი მარკ ბოისე.

კადრები, რომელიც ენდრიუმ გადაიღო, უნიკალურია თავისი არსით, რადგან ჯერ არავის ჰქონია საშუალება სამურავი თავის ახალშობილთან ერთად დაეფიქსირებინა. ცხოველი მზრუნველობით გამოირჩევა შვილის მიმართ და ფრთხილად გადაყავს ფუღუროში.

"ეს პირველი კადრებია სამურავის შვილისა. ხუთი წელი დამჭირდა იმისათვის, რომ ეს მომენტები ვიდეო კამერაზე დამეფიქსირებინა. როგორც ველური ბუნების რეჟისორი და ოპერატირი, ვაცხადებ, რომ ეს ჩემი კარიერის განმავლობაში ყველაზე დიდი ნაბიჯია."-ამბობს ენდრიუ მანსკი.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტომახემ ფოცხვერი გადაიღო

მეცნიერებმა პირველად გადაიღეს ზვიგენის მშობიარობა

მანული-ყველაზე ემოციური ცხოველი დედამიწაზე