მაშველები წყალში ჩავარდნილი ძაღლის გადასარჩენად მივიდნენ. უეცრად ცხოველის უკან მათ დაინახეს….
მაშველები წყალში ჩავარდნილი ძაღლის გადასარჩენად მივიდნენ. უეცრად ცხოველის უკან მათ დაინახეს….
ამერიკული ქალაქის ტამპის (ატლანტიკის სანაპირო) მაშველები ცხოველთა სამყაროს უჩვეულო მეგობრობის მომსწრენი გახდნენ. თუმცა, ყველაფერი უბრალო გამოძახებით დაიწყო, რომელიც არაფერ საინტერესოს არ წინასწარმეტყველებდა.

ნომერზე "911" შეშფოთებული ზარი შევიდა. სანაპიროზე პატრონთან მოთამაშე ძაღლი უეცრად წყალში ჩავარდა, უკან ამოსვლა კი ვეღარ შეძლო.

როდესაც მაშველები ადგილზე მივიდნენ, უცნაური სანახაობის მოწმენი გახდნენ. წყალში ძაღლის გარშემო რაღაც დიდი და იდუმალი ტრიალებდა. რომ დაუკვირდნენ, მიხვდნენ, რომ ეს ლამანტინი იყო!

Zooclub

"ის სულ ძაღლის გარშემო ცურავდა. ისე ჩანდა, რომ ასე ცდილობდა დაეწყნარებინა მეგობარი, თითქოს ეუბნებოდა, რომ დახმარება უკვე ახლოს იყო",
- ყვებოდა ერთი მაშველი.

Zooclub

სანამ მაშველებს ძაღლი წყლიდან ამოყავდათ, ლამანტინი სულ მათთან ახლოს დაცურავდა და
მხოლოდ მას მერე, რაც დარწმუნდა, რომ ოთხფეხა მეგობარს უკვე არაფერი ემუქრებოდა, უკან, სიღრმეში დაბრუნდა.

Zooclub

გადარჩენილი ძაღლი მაშინვე გახარებულ პატრონს გადასცეს. დარწმუნებულები ვართ, რომ ახლა ისინი თავის ბინადარს წყალთან ახლოსაც კი არ მიუშვებენ და ყოველთვის, როცა სანაპიროზე გაისეირნებენ, გაახსენდებათ ლამანტინი, რომელიც ძაღლის დახმარებას ცდილობდა.

Zooclub

ცხოველები მერამდენედ აძლევენ ადამიანებს საოცარი ადამიანობის მაგალითს.
რუსუდანს
თან რა გემრიელია არა?
თაკო
ამის შემდეგ როგორ შეიძლება, ცხოველები არ გიყვარდეს ადამიანს!!! :)
რუსუდანი
ჩვენ კი ამ საცოდავ თევზებს ვიჭერთ და ვჭამთ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?